„სუბელიანს არც სარალიძე ერჩოდა და არც დადუნაშვილი, სხვა ბავშვია, რომელიც არც ჩანს და არც ჩვენებას იძლევა“ ხორავას ქუჩის ხმაურიანმა საქმემ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვინ ვის ემხრობა, სხვა საკითხია, მაგრამ ზაზა სარალიძის ირგვლივ, რომელიც შვილის ნამდვილი მკვლელის დასჯას ითხოვს, თითქმის ყველა ერთიანდება.
მიუხედავად ვითარების სიმძიმისა, მაინც გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და აწ გარდაცვლილი დავით სარალიძის სახელის შებღალვა სცადა. ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც მისივე სიტყვებით „მძიმე სიმართლეზე“ წერდა და ყვებოდა, რომ დათო მოძალადე იყო, ბავშვებს აბულინგებდა და მის წინააღმდეგ პირშეკრულმა მოსწავლეებმა მიიყვანეს ის ფატალურ შედეგამდე.
რასაკვირველია, ამ ინფორმაციას უემოციოდ არ ჩაუვლია. ზაზა სარალიძემ მოითხოვა, რომ 51-ე სკოლას გაეკეთებინა საჯარო განცხადება დავით სარალიძის ბიოგრაფიის და პიროვნების შესახებ, სკოლამ თავის მხრივ დადებითად დაახასიათა დათო სარალიძე და „ლიბერლათან“ ინტერვიუში აღნიშნა დირექტორმა მანანა თურქაძემ აღნიშნა: „ვერავინ იტყვის, რომ დათო ვინმეს ჩაგრავდა სკოლაში. ყველა მასწავლებელს უყვარს. ის იყო ბავშვი პოზიტივი. თვითონაც ხშირად მღეროდა ხოლმე, მე ბიჭი პოზიტივი ვარო. იყო საოცრად მეგობრული, მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობის მქონე. იყო სპორტულ ცხოვრებაში ჩართული, სკოლაში არაერთი სპორტული ღონისძიების მოთავე. ერთადერთი შენიშვნა, რომელიც დისციპლინის მხრივ გვქონდა, ბუფეტს უკავშირდება - საჭმელად ჩასული ხანდახან გაკვეთილზე შესვლას ცოტათი აგვიანებდა ხოლმე. სულ ეს არის, რაც დათოს ისტორიაში შენიშვნის სახით იძებნება“.
ამის პარარელურად, პიარსპეციალისტი და სხვადასვა კომპანიის საზოგადეობასთან ურთიერთობის მენეჯრი ირმა ცქიტიშვილი, სოციალურ ქსელში ამ თემაზე სტატუსს აქვეყნებს და დავით სარალიძის შესახებ წერს:
„სტატუსი ვნახე მეგობრის კადელზე. გამიხარდა, რომ მეც იგივე მოცემულობა ვიცოდი და ამ ბავშვების დახასიათებაც დაემთხვა ჩემსას!
ასე იყო ჩემს ბავშობაში და ალბათ ასე იქნება მუდამ - ყოველთვის უდანაშაულო ბიჭები ეწირებოდნენ კონფლიქტს (ცხოვრებისეული კლასიკაა - "არაფერშუაში" მყოფი ბიჭების ტრაგედია!
სამწუხაროდ, ასე ხდებოდა და არც ეს "ხორავას" შემთხვევაა გამონაკლისი. თუმცა, როგორც არ უნდა შეეფუთათ, დაემალათ და გადაეკეთებინათ ამბავ , სხვადასხვა მიზეზის გამო, ყოველთვის ვიგებდით სიმართლეს და "დამნაშავეების" ვინაობას. შემდგომ ეს ყველაფერი ირჩეოდა ვიწრო წრეში, "ახლობელთან " ჭორაობისას, ჩუმად და "არავისთან არ თქვას" ხაზგასმით!
ზუსტად იგივე ხდება ახლაც! იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ ვიწრო წრე კი არა, მთელი ქვეყანა იგებს სიმართლეს! და რანაირად გინდა "არ თქვა არსად".
არ მუშაობს დამალვის მექანიზმი, სხვა საუკუნეა, სხვა შესაძლებლობებია და სხვა მენტალიტეტია, რომელიც მრავალი სავალალო მაგალითის (დაუსჯელობის სინდრომით მიღებული) შედეგად ჩამოყალიბდა...
ჩემს მიერ წამოღებული სტატუსი:
"სარალიძე არავის აბულინგებდა, დამნაშავე სულ სხვა არის, რომელსაც სირცხვილი საერთოდ არ აწუხებს. განსაკუთრებით მშობელს!!!
მოტივი ნამდვილად იყო ბულინგი და ეს სკოლის დირექტორს უნდა სცოდნოდა.
სუბელიანს არც სარალიძე ერჩოდა და არც დადუნაშვილი, სხვა ბავშვია, რომელიც არც ჩანს და არც ჩვენებას იძლევა.
სარალიძე ნამდვილად გამშველებელი იყო და არა მოძალადე.
იმ მოძალადე ბავშვის მხარე დაიჭირა ჩხუბში.
ნუთუ არ რცხვენია, მის გამო 2 ბავშვი მიწაში წევს?!
არ რცხვენია, დაკითხვაზე რომ ეკითხებოდნენ, გვითხარი რა მოხდაო და დედამისი კიოდა, არ უნდა და არ იტყვისო.
სუბელიანს უფროსკლასელი ბავშვი, გვარი არ ვიცი, წყლის პისტოლეტით აწვალებდა, მერე ტუალეტში თავის ჩაყოფით ემუქრებოდა, მან დაურეკა დეიდაშვილს და მერე კი იცით, რა მოხდა.
არავინ ჩაგრავდა სუბელიანს! პარალელური კლასელი გაეხუმრა და სათამაშო იარაღი მიადო, გესვრიო. ეს წაეუზრდელა და ამ დროს შევიდა დათო ტუალეტში. ჩხუბი უკვე დაწყებული იყო.
სარალიძე შევიდა გასაშველებლად, ფარდულში და ის ბიჭი დაიცვა სუბელიანისგან (გამოდის, მოძალადე, რადგან ჩათვალა, ის კი არ ძალადობდა, ეხუმრებოდა). ამიტომ გამწარდა და დაურეკა სხვებს...
ასე მოხვდა დათო იქ. ეს უკვე ოფიციალურადაც დადასტურებულია.
სუბელიანს ვინც ჩაგრავდა, იმის მხარეს იყო სარალიძე!!
ეს კიდევ ერთი მშობლის კომენტარი, რომელიც უფრო გასაგებს ხდის ყველაფერს.
თბილისი პატარაა და გეყოლებათ ყველას ნაცნობები იმ სკოლაში. გაიკითხეთ ვინ იყო სუბელიანი და რას აკეთებდა და დათოც. მე მართლა დავიღალე. ერთადერთი რაც შემიძლია, ისაა, რომ ნებისმიერს ვუხსნი იმას, რაც ვიცი. მისი მეგობრებისგან, ჩემი მეგობრების შვილებისგან, მშობლებისგან და პედაგოგებისგან.
მე პირადად ორივე გვარი პირველ დეკემბერს გავიგე. სარალას ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ თუ ვინმე უფრო სუსტს ჩაგრავდნენ, მას იცავდა სულ...
და კიდევ... სულ შიოდა და თუ ვინმეს ღვეზელს დაუნახავდა, ცოტა მომიტეხე რააო, სთხოვდა...
ახლა ამას ბულინგს თუ ეძახიან არ ვიცი. ჩემს დროს მეგობრობას ეძახდნენ...
ამდენი ბავშვისგან და მშობლისგან, ან პედაგოგისგან, რამდენსაც მე ველაპარაკე, ყველა რომ გეტყვის, სარალა მაგარი კაცი იყო და ყველას უყვარდაო... რა ვიცი...
სუბელიანზე აღარ დავწერ, რეებს ყვებოდნენ. არ მაქვს უფლება არანაირი. ეგ ინფორმაცია სკოლამ გაასაჯაროვოს, თუ აქვთ თავი!
თუ არადა დათო ვეღარავის "დააბულინგებს" და შეტენონ მშვიდად ათასი სიბინძურე.
უბრალოდ ვერ ვიზამ იმას, რომ ბავშვების სტატუსები გავაზიარო.
თუ დაინტერესდებიან, ჩაუჯდნენ და ნახავენ, ვისზე რას წერენ და ვის დასტირის მთელი სკოლა...
მეტი რა გავაკეთო.
რომ მგონია, გაჩერდებიან-თქო, მაინც იგივე ბრუნავს და სად ვდიო ყველას, გეხვეწები..
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა უკვე გამწარებულ ოჯახის კიდევ უფრო გამწარება.
შვილი მოგიკლან და თან გილანძღონ."
თეკლა ჟვანია
"ჩემს ქმარს სულ ჰქონდა შვილის დაკარგვის შიში" - როგორ დაემშვიდობა დედას ლევან დადუნაშვილი