"აი, უკვე სკოლაც დავამთავრეთ... მეამაყები, სერგი, ძალიან!" - თაკო ჩხეიძის უფროსი ვაჟი
"აი, უკვე სკოლაც დავამთავრეთ... მეამაყები, სერგი, ძალიან!" - თაკო ჩხეიძის უფროსი ვაჟი
"დრო გარბის საოცრად ჩქარა, ჯერ გეჩქარება, რომ "აღუ" თქვას, შემდეგ - გაიაროს, დედა დაგიძახოს, ბაღში შეიყვანო და აი, უკვე სკოლაც დავამთავრეთ... ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი... მეამაყები, სერგი, ძალიან! მიყვარხარ და გისურვებ ყველა შენი სურვილი შეგისრულდეს"... - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა თაკო ჩხეიძემ ფოტოები და უამრავი თბილი კომენტარიც მოჰყვა... მათ შორის გამორჩეულია მისი მამამთილის კომენტარი: "თაკო გილოცავ, შვილო, და კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ამათი გაჩენისათვის". თაკო ჩხეიძემ თავის ემოციები ჩვენც გაგვიზიარა...

-

სერგიმ ძალიან წარმატებულად დაამთავრა სკოლა და ძალიან გვეამაყება, ასეთი კარგი ბიჭი რომ არის! იმდენად ემოციური დღე იყო ჩემთვის, რომ ტირილით მოვკვდი... ბოლო დღე იყო სკოლაში, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და ასევე უმნიშვნელოვანესი ეტაპი ეწყება, რასაც სტუდენტობა ჰქვია... 12 წელი ისე გავიდა, რომ არ მახსოვს, ერთხელ დავმჯდარიყავი და მისთვის მეთქვას, ან მესაყვედუროს, დავალება შეასრულე-მეთქი... ყოველთვის ძალიან პასუხისმგებლობით სავსე და ინტერესიანი ბავშვი იყო. თან ისე დაემთხვა, რომ ხან ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ხან მეორეში და სულ ვეუბნებოდი დადებითად შეხედე ამ ყველაფერს, სამაგიეროდ ბევრი მეგობრები გეყოლება-მეთქი. ახლა რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდეს, ყველგან უამრავი მეგობარი ჰყავს... აი ძლივს გესაუბრებით, ემოციებისგან ხმა აღარ მაქვს. მართლა ძალიან მალე გარბის
დრო და ცოტა გული მწყდება. სადღაც მინდა დრო გაჩერდეს. ბავშვები თვალსა და ხელს შუა გაიზარდნენ, გუშინ წავიყვანე თითქოს პირველ კლასში და აგერ უკვე სკოლა დავამთავრეთ...


- ბანკეტისთვის როგორ ემზადებით?

- დღეს ჰქონდათ ბოლო ზარი. ხვალ აქვთ დიპლომების გადაცემის ცერემონია... ძალიან კარგი გეგმები აქვთ ბანკეტისთვის. მე ძალიან მომწონს ბანკეტები. საზეიმო დღეა და ბუნებრივია საზეიმოდ უნდა აღინიშნოს. პედაგოგები და ბავშვები აღნიშნავენ ქალაქგარეთ, მშობლები არ ვიქნებით...


- თქვენს სკოლის დამთავრებას როგორ იხსენებთ?

- ოთხმოცდაათიანების თაობა ვარ და ცხადია, ყველაფერი ძალიან განსხვავებული იყო. ბოლო კლასში გავთხოვდი... მახსოვს ბოლო ზარზე წინსაფრებით უნდა ვყოფილიყავით. სასაცილოდ მახსოვს, დილით რომ ავდექი და გამოწყობილი გამოვედი წინსაფრით და ამ დროს დედამთილი, მამამთილი და მეუღლე მაცილებდნენ. მეც თავი უკვე ძალიან დიდი მეგონა... ახლა ვხვდები, რამდენად ბავშვი ვიყავი...


- სამაგიეროდ ამხელა შვილები გყავთ, თქვენ ახალგაზრდა და ლამაზი ხართ...

- დიდი მადლობა! ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მე და სერგი ერთად გავიზარდეთ. რაც თავი მახსოვს, სერგისთან ერთად ვარ.


- სერგი საზღვარგარეთ გააგრძელებს სწავლას?

- დიახ... გადაწყვეტილია, რომ სერგი ესპანეთში ისწავლის.


მანანა გაბრიჭიძე

alt"შეიძლება გოგოს დედაც გავხდე, წინასწარ ვერაფერს გამოვრიცხავთ" - თაკო ჩხეიძე ოჯახსა და შვილებზე



7740
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ანი
0
სკოლა სხვას არავის დაუმთავრებია?? ნუ გაგვაცინებთ ხოლმე? საამაყოა სკოლის დამთავრება? თუ სავალდებულო
15:37 / 28-05-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```