"რა მოხდება რომ აიკრძალოს ეს ქაოსური ექსკურსიები?! ძირითადად მწვადის ტყეში შეწვაზე რომ არის ორიენტირებული... მეზიზღება!"
"რა მოხდება რომ აიკრძალოს ეს ქაოსური ექსკურსიები?! ძირითადად მწვადის ტყეში შეწვაზე რომ არის ორიენტირებული... მეზიზღება!"
როგორც იცით, დღეს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა - გომ­ბორ­ზე, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თეთ­რი წყლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან გა­და­ვი­და და ამობ­რუნ­და. ავტოკატასტროფას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის - ერთი მცირეწლოვანის. 20-ზე მეტი დაზარალებულია. 
ერთ-ერთი მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც ავა­რი­ის დროს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში იჯდა, მძღო­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და:
გომბორზე, ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი შემთხვევის დეტალებს იხსენებს. როგორც მე-6 კლასის მოსწავლემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ავარიის დროს მძღოლმა ყვირილი დაიწყო და იძახდა დავიღუპეთო, ჩვენც პანიკაში ვიყავით.
"მძღოლი ამუხრუჭებდა,
მაგრამ მანქანა არ ჩერდებოდა. ყველას შეგვეშინდა. ავარიისას ერთი ბავშვი დაიღუპა და დედა მეუბნებოდა - მისკენ არ გამეხედა, ძალიან შეგვეშინდა. ორი "მარშუტკით" ვიყავით. ყველა საავადმყოფოში წევს, ჩემს გარდა", - განაცხადა დაშავებულმა მოსწავლემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში ჩაუტარდა.

სოციალურ ქსელში, მშობლებს შორის კვლავაც აქტუალური გახდა თემა, რამდენად საჭიროა ეს ექსკურსიები ან თუ საჭიროა, რატომ ხდება უმართავი ეს პროცესი და ყოველ წელს რატომ ეწირებიან მასობრივ ექსკურსიებს ადამიანები?
გთავაზობთ რამდენიმე მშობლის მოსაზრებას:

"მძაგს ექსკურსიები! და ეს არ არის უსაფუძვლო შიში. დასქროლვაც მეშინია, რომ არ წავიკითხო დეტალები
ამ საშინელი ამბის. არ ვიცი რამდენია მსხვერპლი, შიში მაქვს გავეცნო ამ ამბებს. ვიცი, რომ კოშმარი მოხდა და ის ვიცი, რომ ექსკურსიებმა უკვე ბევრი შეიწირა.. არ მინდა!"

"რა მოხდება რომ აიკრძალოს ეს ქაოსური ექსკურსიები?! ძირითადად მწვადის ტყეში შეწვაზე როა ორიენტირებული. მეზიზღება!!! კიდევ ეს დაუსრულებელი გასტროლები" ცეკვიდან. სუფთა იდიოტიზმი, დებილიზმი და გოიმობა. შეიყვან ბავშვს ქართული ცეკვის წრეზე თუ არა, წლის ბოლოს გიცხადებს ხელმძღვანელი, რომ შენი 5 წლის შვილი საოცრად ცეკვავს, რომ ეს გუნდი ყველაზე მაგარია და აუცილებლად მივდივართ გასტროლზე თურქეთში ან, ბულგარეთში, ან ჯანდაბაში და დოზანაში. არწამოსვლა არ მიიღება"...


alt"შეეშვით ამ ვითომ "გასტროლებს" და "ზბორებს" - შეშფოთებული მშობლის წერილი




"პედაგოგებს სახლში ყოფნა და დასვენება ურჩევნიათ. უზომოდ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყოველი ექსკურსიის დროს. შიშით გული მიკანკალებს. რა მოლოცვა? წყნარადაც ვერ ვათვალიერებ. გიჟივით დავდევ ბავშვებს, კიდევ კარგი, თავის დროზე მაქვს ნანახი, თორემ მოსწავლეების ექსკურსიებიდან სიამოვნებაზე მეტი ნერვიულობა მომყვება ხოლმე. მშობლებსაც შეუძლიათ რაღაც თვითონაც დაგეგმონ და გაალამაზონ ხოლმე ექსკურსიაზე, ინფორმაციაც მიაწოდონ და გართობითაც უზრუნველყონ ბავშვები და უსაფრთხოებაზეც იზრუნონ. დაუშალათ ვინმემ?"

"პასუხისმგებელი არ არის სკოლა და არავინ ამოწმებს, ვის მიჰყავს ამდენი ბავშვი სადღაც... მშობლები არჩევენ მძღოლებს, ავტობუსებს, მარშრუტს და ასე რჩევა-რჩევით ვინ შეხვდებათ, ღმერთმა იცის. ან მანქანაა გაუმართავი, ან მძღოლი არღვევს წესებს... ყოველ წელს ხდება მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები და იქნებ იღოს ვინმემ ყურად. ან სკოლამ აიღოს მთლიანად პასუხისმგებლობა და თავად მოაგვაროს ტრანსპორტის ფაქტორი, მისი გამართულობის ჩათვლით, ან საერთოდ ნუღარ დადიან ასე ალალბედზე..."

"ზუსტად მაგას ვჩივი მეც... 9 წლის ბავშვებს რატომ დაარბენინებენ პილიგრიმებივით, არ მესმის. ხმას ამოიღებ და პედაგოგს ვინ კითხავს, მშობლები მიბღვერენ. ექსკურსიას უნდა ჰქონდეს რაიმეს შემეცნების ფუნქცია. თუ არა და რა საჭიროა, არ მესმის. მშობლებს თუ უნდათ გართობა, გაერთონ ბავშვების გარეშე".

"ვერანაირი კანონი ვერ გახდის ექსკურსიას უსაფრთხოს, სანამ თავად მშობლებიც არ გაიაზრებენ ამ ყველაფერს. საკუთარი თვალით მინახავს, როგორ აყენებს დედა უფსკრულის პირას 6-7 წლის ბავშვს ფოტოების გადასაღებად. ასეთ მშობელს რომელი კანონი და რეგულაცია უშველის".
"იყოს, ბატონო, ოღონდ ნორმების ფარგლებში და მაქსიმალურად იზრუნოს სკოლამ იმაზე, რომ ტრანსპორტი გამართული იყოს. როგორც ვიცი, სკოლაც ითხოვს მასწავლებლისგან, წელიწადში ორ ექსკურსიას. ჰოდა, კეთილი ინებონ და ან თავად შეიძინონ ტრასპორტი, ან მოიძიონ ამ დღეებში და პასუხისმგებლობაც იკისრონ. გარდა ამისა, უნდა დაწესდეს გარკვეული წესები - რომ ალკოჰოლური სასმელი არ უნდა წაიღონ არავითარ შემთხვევაში. თორემ რამდენიც გინდათ, იმდენი შემთხვევა ვიცი, რომ გამოთვრებიან მშობლები და მანქანის კაპოტებზე ცეკვავენ, ბავშვების დასანახად... უფრო მშობლებს უხარიათ ეს ექსკურსიები, ვიდრე ბავშვებს. გასაგებია, რომ ეს კლასის უკეთ გაცნობას და დაახლოებას უწყობს ხელს, მაგრამ ხომ შეიძლება ნორმების დაცვა? საერთოდ ვერ იგებენ (და არც აინტერესებთ) დაწყებითი კლასების ბავშვები, სად იყვნენ, რა ნახეს, რომელ სიწმინდეებს შეეხნენ... მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი პიკნიკი და იქაური გართობა-თამაშია, ტყე-მინდვრებში გალაღება. იქნებ მარტო პიკნიკები მოუწყოთ ხოლმე, პატარებს მაინც, სადმე ახლოს, ტყეში და ნუღარ დაატარებთ აქეთ-იქით"...

"პრობლემა არის მოუწესრიგებელი ტრანსპორტი. მძღოლები რომ არ აღიარებენ მათ პრობლემებს ტრანსპორტის. ოღონდ ფული იშოვონ... ყველანაირი შემოწმებააა საჭირო. ბავშვების სიცოცხლე მის ხელშია."

"ექსკურსია აუცილებელია, არ ემსახურება მხოლოდ გართობას .მთავარია მძღოლი შეირჩეს და ტრანსპორტი იყოს გამართული, მოითხოვოს სკოლამ ტექდათვალიერება ტრანსპორტის. ასევე გაკონტროლებული უნდა იქნეს სიჩქარე, უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. შესაძლოა სულ ისეთი ადამიანი ამბობდეს, აიკრძალოსო, ვისაც ბავშვი წინა სავარძელზე უზის ან ფანჯარშია გადაყუდებული. ეგეთიც ბევრი მინახავს. ეგეთს ექსკურსიის აკრძალვა უშველის?"
10206
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ნიტა
0
ციდან ჩამოფრინდით? ჩვენც დავყავდით ექსკურსიებზე და როგორ გვიხაროდა გახსოვთ? შთაბეჭდილებებიც გვრჩებოდა და ვეცნობოდით ისტორიას ახლოს. ამ ტიპის მანქანებს უკვე ტექ. დათვალიერება ეკუთვნით. ტექ. დათვალიერება გავლილ მანქანას მუხრუჭის პრობლემა არ ექნებოდა. მოითხოვეთ ტექ. დათვალიერების საბუთი და ისე იქირავეთ მარშუტკა თუ ავტობუსი!
17:56 / 11-06-2018
მად
0
ყველაზე მთავარი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა!!! დავჯდეთ სახლებში არაფერი მოგვივა .... როგორ შეიძლება უპასუხიმგებლოდ წაიყვანო ბავშვები და გარისკო გაუმართავი ტრანსპორტით!!!!! ამაზე დაწერეთ!!!!!!!!!
11:59 / 11-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```