"დედა მძიმედ არის, ხერხემალი აქვს დაზიანებული და საავადმყოფოშია" გომბორზე მომხდარი ავტოავარიის შემდეგ თვითმხილველები და დაზარალებულთა ახლობლები იხსენებენ შემთხვევამდე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ბევრი ამბობს იმას, რომ მძღოლი საკმაოდ სწრაფად ატარებდა მიკროავტობუსს. იმასაც უსვამენ ხაზს, რომ 20-კაციან სამარშრუტო ტაქსში 25 ადამიანი მაინც ისხდა, რაც ასევე დარღვევაა. ბავშვებს რომ ღვედები ჰკეთებოდათ და მგზავრობის ყველა წესი ყოფილიყო დაცული, ასეთი ფატალური შედეგი იქნებ არც ყოფილიყო.
"თბილისიდანვე ძალიან სწრაფად მოძრაობდა. მშობლებმა რამდენიმეჯერ სთხოვეს, ნელა იარეო, მაგრამ არ დაუგდია ყური და აი შედეგიც..." - წერს ერთ-ერთი ახლობელი.
რაც შეეხება გარდაცვლილ ბავშვს, ის მეექვსეკლასელია, გოგონა. დედამისი ასევე იჯდა მიკროავტობუსში, მძიმედ დაშავდა და ხერხემალი აქვს დაზიანებული. ამბობენ, რომ მან ჯერ არ იცის შვილის გარდაცვალების შესახებ.
გოგონა, რომელიც ექსკურსიას ემსხვერპლა - მეექვსეკლასელი ნინი
გომბორზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
"მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ შეეძლო მძღოლს ასეთ ხმაურში მანქანის მართვა..."