"იმდენად მეშინია, ბევრჯერ ვერ გამიშვია შვილები ექსკურსიაზე" - რას ამბობენ ცნობილი დედები ექსკურსიებზე
"იმდენად მეშინია, ბევრჯერ ვერ გამიშვია შვილები ექსკურსიაზე" - რას ამბობენ ცნობილი დედები ექსკურსიებზე
ბოლო დროს ექსკურსიების დროს საკმაოდ ბევრი ტრაგიკული შემთხვევა ხდება და არაერთხელ, არასრულწლოვნების გარდაცვალებითაც დასრულდება. ეს თემა მუდამ აქტუალურია. საზოგადოებისთვის ცნობილ ქალბატონებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვთხოვეთ აზრის გამოთქმა...

თამრიკო ჭოხონელიძე:
mshoblebi
- ეს ყველაფერი მაინც შემთხვევების ბრალი მგონია და ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ექსკურსიები. წინასწარ არის პედაგოგებისგან და მშობლებისგან ყველაფერი გასაკონტროლებელი, რომ ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს! ის, რომ ექსკურსია არ ჩატარდეს, აბა საიდან უნდა მივცეთ ბავშვებს ინფორმაცია? ისედაც ერთმანეთის
დაპირისპირების და ზიზღის მეტს ვერაფერს ხედავენ ტელევიზიით. ცუდი რა არის იმაში, რომ საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე მეტი იცოდნენ? მოხდა უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კატეგორიული ვერ ვიქნები, რომ საერთოდ ავკრძალოთ ექსკურსიები-თქო... ჩემს შვილებს ყოველთვის ვუშვებდი ექსკურსიაზე, მაგრამ თავად დავყვებოდი. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, როდესაც ბავშვებს ორიოდე მშობელი და ერთი პედაგოგი მიჰყვება. ისეთი ასაკი აქვთ, აუცილებელია დედა გვერდით ჰყავდეთ... საკუთარი თვალით მინახავს ბავშვი, რომელზეც მიფიქრია, როგორ შეიძლება ახლა ამას ვინმე გვერდით არ ჰყავდეს-მეთქი. ყველა მშობელმა თვითონ უნდა აღოს პასუხისმგებლობა თავის შვილზე...


მაიკო კაჭკაჭიშვილი:
mshoblebi
- რაც შეეხება კითხვას, როგორია ჩემი დამოკიდებულება, არ ვიცი ზუსტად რა გითხრათ... არ უნდა წავიდნენ ბავშვები ექსკურსიაზე? - ეს არ მგონია საჭირო იყოს. კარგად უნდა შემოწმდეს
ტრანსპორტი, მძღოლები გადაამზადონ და ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვან! გაუმართავი ტრანსპორტი, არაპროფესიონალი მძღოლი და მსგავსი დარღვევები ყოვლად დაუშვებელია! მე სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ ვერ გამიშვია ჩემი შვილები ექსკურსიაზე, რადგან ძალიან დიდი შიში მაქვს... ექსკურსიას რომ ვიგებ, უკვე ვნერვიულობ ხოლმე!

კრისტი ყიფშიძე
mshoblebi
- მე საერთოდ ძალიან არ მიყვარს ტრასა, მითუმეტეს საქართველოში, სადაც ყველაფერი სახიფათოა. ზღვაზე რომ მივდივართ, სულ ვცდილობ მატარებლით წავიდე და არ ჩავჯდე სამარშრუტო ტაქსში... ვფიქრობ, როდესაც ექსკურსიისთვის ტრანსპორტს ქირაობ, წინასწარ უნდა შეამოწმო, არის თუ არა გამართული.
ჩემი შვილი რამდენჯერმე ყოფილა დედაჩემთან ერთად. დედაჩემი ჩემზე უარესი, კიდევ უფრო ფრთხილია და ის დაჰყვება... ძალიან შიში გვაქვს გზასთან დაკავშირებით. მე უფრო ფობიასავით მჭირს. მანქანის ტარება ვისწავლე, მაგრამ ვერ შევიყვარე, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია განათლების სამინისტრო მიხედავს და ექსკურსიაზე მიმავალ ტრანსპორტს წინასწარ შეამოწმებენ... ძალიან ხშირად მოვდივარ გზაზე და ჩემს წინ მიმავალ მანქანას საშინელი გამონაბოლქვი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავია...

მანანა გაბრიჭიძე

20179
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
s.
2
ბევრი დამეთანხმება, რომ ბავშვებზე მეტად მშობლებს უნდათ ექსკურსიაზე წასვლა, ბავშვეს საერთოდ არ აინტერესებთ,
20:04 / 27-05-2019
keti
2
ეკსკურსიაზეც უნდა ცავიდნენ და უნდა გაუსჰვატ კიდეც ბავსჰვები მხოლოდ კურადგების კვესჰ უნდა იკვნენ ასევე ტვიტონ მოსცავლეებსაც მარტებტ სიპრტხილე ტავდაცვა არ უნდა მოვიკცეტ ისე რაც გვინდა რომ გავაკეტოტ კოველტვის ორგანიზატორი უნდა კავდეს ბავსჰვებს გვერდსჰი მატ უნდა მოახდინონ მოსცავლეების სრული ტავდაცვა ეს კოპილი მაგ გოგონას ბედი გმერტმა ნატელსჰი ამკოპოს გულდასაცკვეტია და გულსატკენი ამდენი ჯანმრტელი მომავალი ტაობა როგორ გვეცლება ხელიდან
17:50 / 27-05-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```