"იმდენად მეშინია, ბევრჯერ ვერ გამიშვია შვილები ექსკურსიაზე" - რას ამბობენ ცნობილი დედები ესქკურსიებზე
"იმდენად მეშინია, ბევრჯერ ვერ გამიშვია შვილები ექსკურსიაზე" - რას ამბობენ ცნობილი დედები ესქკურსიებზე
გომბორის გზაზე ექსკურსიისთვის დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი სავალი გზიდან ხევში გადავარდა. მასში თბილისის 175-ე სკოლის (მუხიანში მდებარე) მოსწავლეები და მათი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ... მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. დანარჩენი სამი გარდაცვლილი ქალია. ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა... საზოგადოებისთვის ცნობილ ქალბატონებს ამ თემასთან დაკავშირებით ვთხოვეთ აზრის გამოთქმა...

თამრიკო ჭოხონელიძე:
mshoblebi
- ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მთელ სკოლას, ჩემგან უდიდესი სამძიმარი მინდა გადავცე... ბავშვებს საშინელი ტრაგედია დაატყდათ თავს. თანატოლი დაკარგეს. საშინელებაა, ამ ასაკში რომ მეგობარი გარდაგეცვლება და მითუმეტეს ზოგიერთ მათგანს მშობლები
დაეღუპა...
ეს ყველაფერი მაინც შემთხვევის ბრალი მგონია და ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ექსკურსიები. წინასწარ არის პედაგოგებისგან და მშობლებისგან ყველაფერი გასაკონტროლებელი, რომ ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს! ის, რომ ექსკურსია არ ჩატარდეს, აბა საიდან უნდა მივცეთ ბავშვებს ინფორმაცია? ისედაც ერთმანეთის დაპირისპირების და ზიზღის მეტს ვერაფერს ხედავენ ტელევიზიით. ცუდი რა არის იმაში, რომ საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე მეტი იცოდნენ? მოხდა უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კატეგორიული ვერ ვიქნები, რომ საერთოდ ავკრძალოთ ექსკურსიები-თქო... ჩემს შვილებს ყოველთვის ვუშვებდი ექსკურსიაზე, მაგრამ თავად დავყვებოდი. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, როდესაც ბავშვებს ორიოდე მშობელი და ერთი პედაგოგი მიჰყვება. ისეთი ასაკი აქვთ, აუცილებელია დედა
გვერდით ჰყავდეთ... საკუთარი თვალით მინახავს ბავშვი, რომელზეც მიფიქრია, როგორ შეიძლება ახლა ამას ვინმე გვერდით არ ჰყავდეს-მეთქი. ყველა მშობელმა თვითონ უნდა აღოს პასუხისმგებლობა თავის შვილზე...


მაიკო კაჭკაჭიშვილი:
mshoblebi
- პირველრიგში მინდა უდიდესი გულისტკივილი გამოვთქვა მომხდარის შესახებ და მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს... რაც შეეხება კითხვას, როგორია ჩემი დამოკიდებულება, არ ვიცი ზუსტად რა გითხრათ... არ უნდა წავიდნენ ბავშვები ექსკურსიაზე? - ეს არ მგონია საჭირო იყოს. კარგად უნდა შემოწმდეს ტრანსპორტი, მძღოლები გადაამზადონ და ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვან! გაუმართავი ტრანსპორტი, არაპროფესიონალი მძღოლი და მსგავსი დარღვევები ყოვლად დაუშვებელია! მე სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ ვერ გამიშვია ჩემი შვილები ექსკურსიაზე, რადგან ძალიან დიდი შიში მაქვს... ექსკურსიას რომ ვიგებ, უკვე ვნერვიულობ ხოლმე!

კრისტი ყიფშიძე
mshoblebi
- შეძრული ვარ ამბით და ცუდად ვარ... ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. იმხელა უბედურება მოხდა, რომ კომენტარის მოცემაც მიჭირს... რაც შეეხება ექსკურსიებს, მე საერთოდ ძალიან არ მიყვარს ტრასა, მითუმეტეს საქართველოში, სადაც ყველაფერი სახიფათოა. ზღვაზე რომ მივდივართ, სულ ვცდილობ მატარებლით წავიდე და არ ჩავჯდე სამარშრუტო ტაქსში... ვფიქრობ, როდესაც ექსკურსიისთვის ტრანსპორტს ქირაობ, წინასწარ უნდა შეამოწმო, არის თუ არა გამართული.
ჩემი შვილი რამდენჯერმე ყოფილა დედაჩემთან ერთად. დედაჩემი ჩემზე უარესი, კიდევ უფრო ფრთხილია და ის დაჰყვება... ძალიან შიში გვაქვს გზასთან დაკავშირებით. მე უფრო ფობიასავით მჭირს. მანქანის ტარება ვისწავლე, მაგრამ ვერ შევიყვარე, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია განათლების სამინისტრო მიხედავს და ექსკურსიაზე მიმავალ ტრანსპორტს წინასწარ შეამოწმებენ... ძალიან ხშირად მოვდივარ გზაზე და ჩემს წინ მიმავალ მანქანას საშინელი გამონაბოლქვი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავია...

მანანა გაბრიჭიძე

14347
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
zaza
1
დიდი ყვითელი ავტობუსები,რომ არის ამერიკაში, რომ დაჰყავთ ბავშვები ისეთებით უნდა იარონ ექსკურსიაზე ბავშვებმა, შედარებით დაცულები იქნებიან უფრო და მძღოლებიც შესაბამისად გამოცდილები და შესაბამისი კატეგირიით
11:38 / 12-06-2018
sano
0
ექსკურსიები უნდა იყოს,მარა გომბორზე კი არ უნდა წავიდეს მანქანა
08:40 / 11-06-2018
მარი
11
ნეტავ თქვენ,რომ ვერც კი ხვდებით ასეთი რამეები უნდა აკონტროლოს მთავრობამ!!!რატომ უნდა დაძრწოდნენ მშობლები და ბავშვები იაფიანი მძღოლის და მანქანის საშოვნელად!ან რატომ ყრიან უზარმაზარ ფულებს ამაში მხოლოდ ზაფხულში???ხომ შეიძლება თვეში ერთხელ 10-12 ბავშვი გაუშვას სახელმწიფომ სადმე!ან წაახალისოს წარჩინებულები ან რამე ისეტი რომ ეს არ იყოს ღრეობა და მხოლოდ ჭამა-სმის გასეირნება!ბანკეტები ხომ სუუულ საშინელებააა ოჯახებისთვის(ბანკის ვალებს იღებენ)...მეტი ცნობილი დედები ვერ ნახეთ???
00:49 / 11-06-2018
სოს!
3
ექსკურსიის აკრძალვა როგორ შეიძლება, უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, სიფრთხილე და დიდი ყურადღებაა საჭირო ტრანსპორტის შესარჩევად... თუმცა მეც შევშინდი...
23:10 / 10-06-2018
ლელა
2
კაით ახლა,ესეც ახალი აკრძალვა! ვისაც არ უნდა,ნუ გაუშვებს.ის, რაც მოხდა,ბავშვების და უფროსების ბრალი კი არაა,ექსკურსიაზე რომ წავიდნენ, უპასუხისმგებლობის ბრალია! გაუმართავი ტრანსპორტის, ჩამოუყალიბებელი მძღოლის და ტექდათვალიერება რომ ,,0"-ის ტოლია,ძირითადში-იმის ბრალია!
20:41 / 10-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?