გოგონა, რომელიც ექსკურსიას ემსხვერპლა - მეექვსეკლასელი ნინი - მშობლები

გოგონა, რომელიც ექსკურსიას ემსხვერპლა - მეექვსეკლასელი ნინი

2018-06-10 07:12:33+04:00

სკოლაში ერთდროულად ორ ბავშვს დასტირიან გომბორში მომხდარი ავტოკატასტროფისას ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი მეექვსეკლასელი გოგონაა - ნინი შენგელიაა, რომლის დედამაც ჯერ არ იცის, რომ მისი ქალიშვილი გარდაიცვალა. დედა მძიმედ არის და საავადმყოფოშია.

სამი უფროსია, რომელთა სულების მოხსენიებას ასევე სთხოვენ ახლობლები საზოგადოებას - ლუიზა, ეკატერინე, ციალა.

175-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, მშობლები ერთხმად გლოვობენ ამ დანაკლისს. სამწუხაროდ, ორი დღის წინ სკოლას კიდევ ერთი ბავშვი გამოაკლდა - 16 წლის ოთო კეკუთია, რომელიც ავარიაში მოხვდა და დიდხანს იყო კომატოზურ მდგომარეობაში.

mshoblebi
ოთო და ნინი