"საჭიროდ ვთვლით გავაკეთოთ ეს განმარტება..." - სერიალის შემქმნელების საგანგებო განცხადება "მეგობრებო, უამრავი შეკითხვა დაგროვდა და საჭიროდ ვთვლით გავაკეთოთ ეს განმარტება: "ჩემი ცოლის დაქალების" თითოეული სერიის სცენარი იწერება სერიის გადაღებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე.
ნებისმიერი დამთხვევა მიმდინარე მოვლენებთან, არის უბრალოდ დამთხვევა" - ასეთი განმარტება გააკეთეს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" შემქმნელებმა გუშინდელი სერიის შემდეგ, რომელშიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მწვავე და მტკივნეული ბულინგის თემა იყო გაშუქებული და რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
"ეს არის დღევანდელი რეალობა. მეტი ყურადღება სკოლას და მომავალ თაობას! ყველაზე კარგი და სწორი სერია ამ სეზონში ჯერჯერობით".
"ძალიან ვინერვიულე ამ სერიის ყურებისას. ძალიან კარგად და ზუსტად არის 2 პრობლემა დასმული: 1. სკოლებში და საერთოდ, მოზარდებში ჩაგვრა და 2 - მშობლები არ იცნობენ შვილებს, სათანადო ყურადღებას და დროს არ უთმობენ. "ჯეკო, მოდი ისაუზმე და ჯეკო, თეთრი პური წამოიღე", აი, ესაა ზუსტად. ამის იქით არ მიდის მშობლების ურთიერთობა: რა აწუხებს, რა ტკივა, რა სჭირს და ა.შ... აი, ვხედავთ, ნინასთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმეა "ლაივები", სხვისი ცხოვრების განხილვა, სხვისი კაცების..."
"ამ ძალადობის სცენებმა საერთოდ ამიღო და გადამდგა. დღევანდელი რეალობაა ერთი ერთში. ჩემხელა დანებით რომ მოძრაობენ სკვინტლმოუხოცავი ბავშვები, ეს სკოლის დირექტორის და პრემიერ მინისტრის პრობლემა კი არა, პირველ რიგში მშობლის პრობლემაა. სახლიდან რომ გადის ბავშვი, მე-4 კლასელი და დანა ჯიბეში არ ეტევა, ე, მანდ უნდა გადააღუნო თავზე ის დანა."
"ძალიან მძიმე რეალობა დავინახეთ ამ სერიაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მართლა საგულისხმო და საფრთხილოა. ვფიქრობ გონივრულ გამოსავალს იპოვით. გული დამიმძიმა ამ ბულინგის თემამ. მეტი საზოგადოების ჩართულობა გვჭირდება. დაგვეღუპება მომავალი თაობა."
"დამნაშავე ვართ ყველა. საღათას ძილში რომ გავატარეთ ამდენი დრო. ისე ვბრაზობ და მაწუხებს ეს რეალობა უკვე მახრჩობს. მაგრამ გამოსავალი ყველა სიტოაციიდან არსებობს და ხომ შეიძლება უბრალოდ ვიფიქროთ ცოტა. კომუნიკაცია დავამყაყოთ ერთმანეთთან გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა რომელიც გვაკისრია, მშობლების უფრო მეტი ჩართულობა ჭირდებათ ბავშვებს და სკოლისგან მხარდაჭერა ნომალური განათლება რომელიც მხოლოდ საზეპიროებით არ შემოიფარგლება, ხალხო,იქნებ უბრალოდ სასწავლო საგნები გვერდით გადავდოთ და უბრალოდ ვისაუბროთ ბავშვებთან. მალე ახალგაზრდები აღარ გვეყოლება თუ ასე გავაგრძელებთ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ უბრალოდ აქედან წავა ყველა იქ სადაც მომავალი მართლა არსებობს".
"ეს რანაირი სერია იყო? მაგრად დავიძაბე! თუმცაღა ახალი აქ არაფერი იყო! ჩემს ბავშვობაშიც ხდებოდა დანის მიდება, სკოლასთან დახვედრა, 5 კაცის 1 კაცზე გალაშქრება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დამრიგებელი ყოველთვის ქრისტიანულად გვზრდიდა. გულწრფელად ვიტყვი, ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც ვერც მანდატურები და ვერც კარგად დატრენინგებული პედაგოგები მოაგვარებენ! მშობელმა უნდა შთააგონოს შვილს, რომ თუ ვინმე ჩაგრავს, თქმა არ უნდა "ეგრეხებოდეს".
ჩემი ბიჭის ყოველი მომატებული დღე და წელი შიშს მგვრის,იმის მაგივრად რომ ვუყურო როგორ იზრდება და ვაჟკაცდება და ვბედნიერდებოდე. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყო ბულინგის მსხვერპლი. მაშინ არც ვეკითხებოდი ისე ვერეოდი მის საქმეში და ვაგვარებდი ხან ჩხუბით, ხან თხოვნა-ხვეწნებით. ახლა უკვე თინეიჯერობის ასაკს უახლოვდება და ამის შემდეგ იფრო ფრთხილი უნდა ვიყო, ბევრი რამ გამომაპაროს და ხისტად ვეღარ ჩავერიო. ჩემს გარშემო ხომ ყველაფერი ასე გართულდა, გახშირდა და მეც შიშმა შემიპყრო.ხან ვფიქრობ რომ სწორედ იქ დავაშავე როცა ადამიანობა, სიყვარული, ზრდილობა და წესიერი მოქცევა ვასწავლე.ვფიქრობ დავაპროგრამე კიდეც ბავშვი. სწორედ ამიტომ იჩაგრება ხშირად. იმიტომ, რომ ყველასნაირი მოძალადე და "ნაგლი" არაა. უკვე ტანჯვად მექცა იმის ყურება რომ ამის გამო ხშირად გულნატკენია. ამ სერიამ კიდევ უფრო დამაფიქრა და შიში მომგვარა. ვგიჟდები დევდარიანზე. ასე შორიდან. მაგარი გოგო ხარ გენაცვალე. წარმატებები შენ და ამ სერიალს. ყოჩაღ "ჯეკო". ისე ბუნებრივს გავდა მისი თამაში. ღმერთი ფარავდეს ყველა შვილს და ყველა დედას."
"გული მეტკინა ძალიან. ამ სერიამ დღევანდელი მდგომარეობა გადმოგვცა,მიუხედავად იმისა მე შვილი არ მყავს, მაგრამ ჩემი ახლობლის შვილები იგივე ჩემი შვილები არიან და არავის ვუსურვებ ამ სიტუაციაში ყოფნას.რა მინდა ვთქვა იმდენი აგრესიაა ამ ახალგაზრდებში კიდე ასეთი სერია არ არის საჭირო.მიუხედავად იმისა ამ სერიალზე ვგიჟდები.ვისურვებდი ისეთი სერიები დაიდოს სადაც სიკეთე და სიყვარულია ცხოვრების მთავარი მიზანი და ძალა."
"ყოჩაღ გადამღებ ჯგუფს! ზუსტად გადმოსცა რეალობა.სამი ბიჭი მეზრდება და არ მინდა ასეთ რეალობაში გაიზარდნონ.ისე შემძრა ამ სერიამ გამეყინა სხეული და წარმომიდგა თვალწინ ის საცოდავი ბავშვები. ჩვენ სერიამ შეგვძრა და რეალობაში როდესაც ხდება თვალს ვხუჭავთ."
"ეს ყველაფერი რეალობას ასახავს.. დღეს სკოლებში ისევ ხდება მსგავსი ფაქტები და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გამკაცრება აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ!!!"
"სახელმწიფომ კი არა საკუთარი შვილები თქვენვე უნდა აკონტროლოთ. მონსტრებად ზრდიან და სახელმწიფოს მერე გაჰყვირიან! ყველაფერი ოჯახიდან აღრზდიდან მოდის ამიტომ კეთილი ინებეთ და აღზარდეთ ისეთები, რომ აღარ მოგიწიოთ ამაზე საუბარიც კი!"
1. დედის (ნინას) შეცდომა, რომ არ ესმის შვილის.
2. გოგოს (გვაზავას) შეცდომა რომ დამალა ბიჭების კონფლიქტი.
3. დის (ტასოს) შეცდომა რომ დამალა ძმის პრობლემა, "ჩამშვებობის" იარლიყის შიშით.
4. მასწავლებლის (ანა მას!) შეცდომა, გაკვეთილების მერე სახლში რომ მიიჩქარის და ვერ ამჩნევს ჯეკოს "კრუგში".
5. კლასის დამრიგებლის შეცდომა, რომ არაფერი არ იცის კონფლიქტის შესახებ.
6. მამის (დათოს) შეცდომა, როცა სკოლამდე გაყვანასაც აყვედრის შვილს, ოღონდ სამსახურში არ დააგვიანდეს.
7. დერეფანში მდგარი ბავშვების შეცდომა, როცა ხედავენ და ესმით მჩაგვრელი (მათე) როგორ უყვირის თავისზე სუსტს (გოგოს, გვაზავას) და არაფერს აკეთებენ.
8. მჩაგვრელის (მათეს) მშობლების პრობლემა, მამა თანამდებობის პირია და მათეს "ჰკიდია" თუ დაიჭერენ.
9. მჩაგვრელის წამქეზებლების (მათეს ძმაკაცების) შეცდომა, მჩაგვრელს რომ ტაშს უკრავენ და მისი თანამზრახველები ხდებიან."
"ჰოდა, ხალხო, სანამ სცენარისტისკენ გაიშვერთ ხელს და საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავთ ბავშვებს ქუჩაში ჩაგრავენ/ფულს სძალავენ/სცემენ/კლავენ!!!"
"რა სამწუხაროა, რომ ვერ ხედავთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკს, რომ კარგად გაახილოთ თვალები, მშობლებმა, მასწავლებლებმა. რაც მთვარია ბავშვებმა ნათლად უნდა დაინახონ რა მოყვება ძალადობის დამალვას. აი ძალინ ვწუხვარ რომ მშობლები წერთ რომ ეს თემა არ უნდა წამოიწიოს, აი აქედან ჩანს რამდენად გლობალური პრობლემაა დღეს ჩვენ ქვეყანაში, მშობლებიდან დაწყებული ბავშვევით დამთავრებული..."