რატომ გახდა ლიკა ქორქია ექიმის ნაცვლად ტელეწამყვანი მას შემდეგ, რაც „იქს ფაქტორის“ ლაივკონცერტები დაიწყო, დაძაბულობის, გულშემტკივრობის და ზოგადად, შოუს ტემპერატურამ უფრო მაღლა აიწია. დღეს 22 საათზე მორიგი ლაივი გელოდებათ.
რუსკას და ვანიკოს გარდა, მაყურებელმა მონატრებული წამყვანები იხილა. ერთ-ერთი მათგანი ლიკა ქორქიაა, რომელიც შოუს მიმდინარეობის პროცესში გულშემატკივრების ოთახიდან ერთვება და ცდილობს, კონკურსანტების უახლოესი მეგობრების და ოჯახის წევრების ემოციები გვაჩვენოს. „იქს ფაქტორმადე“ ლიკა „ჩვენ ვარსკვალვები ვართ“-ის წამყვანი იყო.
- ჩემს ბავშვობაში სატელევიზიო სივრცე ასე განვითარებული არ იყო, ძირითადად პოლიტიკური თემები შუქდებოდა, ბავშვებმა ყველაფერი ვიცოდით, ვინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ვინ გადადგა, ვინ დაინიშნა თანამდებობაზე და ა.შ. ამ საკითხში ძალიან ჩახედულები ვიყავით, იმიტომ, რომ სატელევიზიო სივრცე ძირითადად პოლიტიკას ეთმობოდა. მიუხედავად ამისა, მერედამერე ჩვენს თაობას გაუჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის, ინფორმაციის მიღების მეტი შესაძლებლობა, ინტერნეტმა ხომ უფრო გააადვილა ინფორმაციაზე წვდომა და შევძელით „დისნეის“ მულტფილმების თუ სხვადასხვა უცხოური გასართობი გადაცემის ნახვა. მახსოვს, გერმანიაში, ბრიტანეთში ჩასვლისას როგორი ინტერესით ვუყურებდი მეგაშოუებს და მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე „იქს ფაქტორის“, „ნიჭიერის“, „ამერიქან აიდოლის“ ნაწილი გავხდებოდი და ჩემი კარიერა ასე აეწყობოდა, იმიტომ, რომ მაშინ მინდოდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა და ასეც მოვიქეცი, ჟურნალისტიკაზე არ ვფიქრობდი საერთოდ. სხვათა შორის, ამას წინათ გამახსენდა, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, რომელიღაც ქვეყანაში ჩასული ვუყურებდი „იქს ფაქტორის“ დონის მეგაშოუს და ვფიქრობდი, ნეტა ოდესმე ჩვენს ქვეყანაში იქნება ასეთი შოუ-თქო?! ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს პროექტები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. დიდი მადლობა იმ გუნდს, რომელმაც ჩემი აქ ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. ყოველთვის განსაკუთრებული მიდგომა მქონდა ამ პროექტების მიმართ და შესაბამისად, განსაკუთრებულ ვალდებულებებს ვგრძნობდი, მინდოდა, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა. რომ დამამტკიცეს, დიდი ემოციით ველოდებოდი ერთ თვის გასვლას, რომ ლაივ კონცერტები დაწყებულიყო და მეც ჩავრთულიყავი.
„ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ, რომ ეს გახლდათ პროექტი, სადაც სრულად ჩართული ვიყავი, მხოლოდ ლაივები კი არა, დაწყებიდან დასრულებამდე ყველაფერი ჩემთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად, დამკიდბეულება მე ამ თემის, და ამ კონკრეტულ მომენტში „იქს ფაქტორის“ მიმართ მკაფიოდ მაქვს ჩამოყალიბებული. არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, რომელი არხის ლოგოს ქვეშ გადის ეს გადაცემა, ჩემთვის მნიშნელოვანია პროდუქტი, მაბედნიერებს ეს პროექტები და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ, სადაც არ უნდა გადიოდეს.
პასუხისმგებლობა ორივეგან ერთანირი მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებს, რომლებმაც ჩემზე გააკეთეს არჩევანი, იმედი არ გვუცრუო, მაყურებელისთვის ვიყო მისაღები და არ გამოვიწვიო აგრესია. ამ დროს ყველაფერზე ერთად ვფიქრობ: იქ მსხდომ ადამიანებზე, რომლებიც მოსულები არიან შოუს სანახავად და შენც უნდა შეუქმნა განწყობა, მომღერლებზე, რომლებიც სტრესის ქვეშ იმყოფებიან, ეს მაინც კონკურსია და ნერვიულობენ, შენ მათთვის პოზიტივის მომტანი უნდა იყო, დაამშვიდო და დააწყნარო; გულემატკივრებზე, რომლებსაც უნდა მოუხსნა ის საფიქრალი, რაზეც დარდობენ. იქ დგანან ძირითადად ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები, იქ უბრალოდ საგულშემატკივროდ ნაკლებად არიან, ძირითადად უახლოესი ადამიანები არიან და ჩემი მხრიდან ვცდილობ, მონდომებით მოვეკიდო ყველაფერ ამას, იმისათვის, რომ კარგი შედეგი მივიღოთ.
ციცი ომანიძე
„ვინ ვიქნებოდი, რომ არა ის? არავინ და არაფერი!“ - ვის უძღვნის ემოციურ პოსტს ანუკი ქორქია