ბაზარზე სოსისის ახალი შეფუთვა გამოჩნდა - მეტი კომფორტი, უცვლელი ფასი
ბაზარზე სოსისის ახალი შეფუთვა გამოჩნდა - მეტი კომფორტი, უცვლელი ფასი
სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია შე­ფუ­თუ­ლი, და­ფა­სო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია. შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის ყიდ­ვა ერ­თგვა­რი ტრენ­დი გახ­და და ის მეტ-ნაკ­ლე­ბად ხა­რის­ხის გა­რან­ტა­დაც მო­ი­აზ­რე­ბა.

სულ ეხ­ლა­ხანს, „ნი­კო­რამ“ მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს პრო­დუქ­ცია ახალ, პრაქ­ტი­კულ, და­ცულ შე­ფუთ­ვა­ში შეს­თა­ვა­ზა. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კომ­პა­ნია სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს ახალ შე­თა­ვა­ზე­ბას უც­ვლელ ფა­სად სთა­ვა­ზობს. შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფასი ასა­წო­ნი სო­სი­სე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი დარ­ჩა. მომ­ხმა­რე­ბე­ლი იგი­ვე პრო­დუქტს იგი­ვე ფა­სად იღებს და ამას­თა­ნა­ვე, მეტ კომ­ფორ­ტს. იზო­გე­ბა დრო, პრო­დუქტს აწონ­ვა არ სჭირ­დე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლია მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, მე­ტად და­ცუ­ლია გა­რე­შე ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტო­რე­ბის­გან. პრო­დუქ­ცია ისე გა­მო­დის სა­წარ­მო­დან, სრულ­დე­ბა დის­ტრი­ბუ­ცია,
იყი­დე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში, მომ­ხმა­რე­ბელს მი­აქვს სახ­ლში და ინა­ხავს, რომ მას არა­ვის­თან და არა­ფერ­თან უწევს შე­ხე­ბა. ეს არის პრო­დუქ­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ის გა­რან­ტია, რო­მელ­საც ზედ­მე­ტი გან­მარ­ტე­ბა და და­სა­ბუ­თე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

ახა­ლი შე­ფუთ­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად უწყობს ხელს პრო­დუქ­ტის გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რა­საც შე­ფუთ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რო უზ­რუნ­ველ­ყოფს.

გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ქალი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ახა­ლი შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ძი­რი­თად უპი­რა­ტე­სო­ბად და­ცულ უსაფრ­თხო­ე­ბას და უც­ვლელ ფასს მი­იჩ­ნევს. მა­მა­კა­ცე­ბი კი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ახა­ლი შე­ფუთ­ვა ცხოვ­რე­ბას უმარ­ტი­ვებს, რად­გან მა­ღა­ზი­ა­ში ზედ­მე­ტად აღარ დგა­ნან რიგ­ში, სახ­ლში კი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია მა­ცი­ვარ­ში შე­ნახ­ვის დროს. მათ აღარ უწევთ პარ­კით აწო­ნი­ლი სო­სი­სე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ში გა­და­ლა­გე­ბა, არც მა­ცი­ვარ­ში იკა­ვებს
დიდ ად­გილს და არც ზედ­მე­ტი ჭურ­ჭლის რე­ცხვა უწევთ.

რძი­ა­ნი სო­სი­სი, ივე­რია სო­სი­სი, სპეც ივე­რია სო­სი­სი, ბა­ვა­რი­უ­ლი სარ­დე­ლი - ეს კი იმ პრო­დუქ­ცი­ის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა შე­ძე­ნაც ახა­ლი შე­ფუთ­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მისი ყიდ­ვა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, "ნი­კო­რას“ დიდი ფორ­მა­ტის სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში და ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში შე­გიძ­ლი­ათ.

”ნი­კო­რა” კი უკვე 20 წე­ლია რჩე­ბა კომ­პა­ნი­ად, რო­მე­ლის ნო­მე­რი პირ­ვე­ლი პრი­ორ­ტე­ტი მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვა და პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზრდაა.
128
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?