შახტაში თავისუფალ დროს მუშაობდა, გამომუშავებული თანხით გაჭირვებულებს ეხმარებოდა...
ერთი კვირის წინ ტყიბულში ღია კანიონზე ორი მეშახტე დაიღუპა. სანამ გამოძიება ფატალური სიკვდილის მიზეზებს დაადგენს, "პოსტ სკრიპტუმი" ერთ-ერთ დაღუპულს, 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძეს, გაგაცნობთ. ტყიბულის თეატრის მსახიობი, როგორც კოლეგები და მეგობრები იხსენებენ, შახტაში თავისუფალ დროს მუშაობდა, გამომუშავებული ანაზღაურებით კი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. უანგაროდ ისტუმრებდა სხვების ვალებს, ყოველდღიურად ცხელი საკვები მოხუცებისთვის კათარზისიდან დაჰქონდა, წმენდდა მიტოვებულ საფლავებს და უსასყიდლოდ ამეცადინებდა ბავშვებს. ჩვენი დროის გმირი, რომლის კეთილი საქმეები მთელ ტყიბულს ახსოვს.
1194
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?