9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე, სოფელ თეთრ წყლებში ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელსაც 175-ე სკოლის მოსწავლეები და მშობლები ექსკურსიაზე მიყავდა. მუხიანში მდებარე 175-ე საჯარო სკოლაში, დღეს დილით ხსოვნის კუთხე მოაწყვეს. მოსწავლეები თავიანთი თანატოლების ნინი შენგელიას და ოთო კეკუტიას ხსოვნას სანთლებით და ყვავილებით მიაგებენ პატივს. მეექვსე კლასელი ნინი გომბორზე მომხდარ შემზარავ ავარიას ემსხვერპლა, ხოლო მეათე კლასელი ოთო მოპედით მოყვა ავარიაში და გარდაიცვალა.
AMBEBI.GE სკოლის თანამშრომლებს გაესაუბრა, რომლებმაც გომბორზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები გაიხსენეს. 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე, სოფელ თეთრ წყლებში ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელსაც 175-ე სკოლის მოსწავლეები და მშობლები ექსკურსიაზე მიყავდა. ადგილზე დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ნინი შენგელია. უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა ორი მშობელი და ერთი მოსწავლის ბებია.