ახალნამშობიარები კეიტი მშვენივრად გამოიყურება ახალნამშობიარები კეიტ მიდლტონი უფროს შვილებთან - პრინც ჯორჯსა და პრინცესა შარლოტასთან ერთად გლოსტერშირში ყოველწლიურ პოლოს ფესტივალს დაესწრო. სანამ პრინცი უილიამი თამაშს ადევნებდა თვალს, ბავშვები კეიტთან ერთად ბალახზე ისხდნენ და ერთობოდნენ.
ჯორჯისგან განსხვავებით, შარლოტა ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. გოგონა ბალახზე კოტრიალობდა და დედას რამდნჯერმე ქუსლიანი ფეხსაცმლით მისი დევნაც მოუწია.