მედიკოსებმა მშობლებს ურჩიეს, ნუ მისცემენ ბავშვებს ისეთ რძის პროდუქტებს, რომლებსაც არ გაუვლიათ პასტერიზაცია საფრანგეთში 14 ბავშვი მოიწამლა. ბაქტერიული ინფექცია მოჰყვა ფრანგული ყველის რებლოშონის მირთმევას, რომელსაც არ გაუვლია პასტერიზაცია. საფრანგეთის ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ძროხის ყველში ნაწლავის ჩხირი აღმოჩნდა და სწორედ მან მოწამლა ბავშვები. საფრანგეთის ალპებში დამზადებული ეს ყველი დახლებიდან ამოიღეს. მედიკოსებმა კი მშობლებს ურჩიეს, ნუ მისცემენ ბავშვებს ისეთ რძის პროდუქტებს, რომლებსაც არ გაუვლიათ პასტერიზაცია.
სამწუხაროდ, ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა.