თქვა თუ არა საპატრიარქომ უარი გომბორში ექსკურსიისას გარდაცვლილი ბავშვისთვის წესის აგებაზე
თქვა თუ არა საპატრიარქომ უარი გომბორში ექსკურსიისას გარდაცვლილი ბავშვისთვის წესის აგებაზე
"გომბორზე დაღუპული ქრისტიანი ნინიკოს მშობლები ამ წუთას კიდევ უფრო გაუბედურდნენ. სამღვდელოება უარს აცხადებს წესის აგებაზე, რადგან ბავშვის მონათვლა გარკვეული მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შეძრული ვარ მათი ტკივილით ამ ფაქტის გამო და ვეკითხები საზოგადოებას: რა არის რელიგია, შვილმკვდარი დედების მიმართ თუ ვერ იქნება ჰუმანური?" - ეს პოსტი გუშინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და ბუნებრივია, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია...

დავინტერესდით და აღნიშნული ინფორმაცია საპატრიარქოში გადავამოწმეთ.
იქ განგვიცხადეს, რომ ასეთ საკითხებს მამა თეოდორე წყვეტს, თუმცა სამდვივნოში ჯერჯერობით ბავშვის ოჯახიდან არავინ მისულა ასეთი თხოვნით.
- თუ მოვლენ, არ ვიცით, ასეთ შემთხვევაში რას გადაწყვეტს
მამა თეოდორე და კომისია. ის რომ ჯერ არავინ მოსულა, ამას სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, - აღნიშნავენ საპატრიარქოს სამდივნოში.

ბავშვი იყო თუ არა მონათლული და მის წესის აგებასთან დაკავშირებით იყო თუ არა პრობლემა, ინფორმაციას არ ფლობენ 175-ე სკოლაშიც. 
175-ე სკოლის დირექტორის მოადგილე გულნაზი ჩარექაშვილი:

- თქვენგან მესმის პირველად და ვერაფერს გეტყვით, არც სკოლაში იციან რამე ამის შესახებ... გუშინ ვიყავი პანაშვიდზე და ბავშვის დედა ხელჩაკიდებული მოიყვანეს... ტყუილი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს შვილის გარდაცვალებაზე არ იცოდა, თავად იქვე ეკავა ხელში სისხლიანი ბავშვი თურმე... გარდაცვლილი ბავშვის კლასი სკოლაში არ დადის ამჯერად, რადგან მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ახლა ყველას გვესმის რომ უმძიმესია.
მანანა გაბრიჭიძე

altგოგონა,

რომელიც ექსკურსიას ემსხვერპლა - მეექვსეკლასელი ნინი


13663
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მაკა
0
რომ ილანძღებით მამაოებზე, იმის აზრიც ვერ გამოგიტანიათ სტატიიდან რომ ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა. აბა რა ჭკუა მოგეკითხებათ თქვენ
09:54 / 13-06-2018
vaaaaaaaaa- ს
11
ამ კონკრეტულ შემთხვევასთან კავშირში არაა, მაგრამ არავინ არავის არ სცხებს ჩირქს უმიზეზოდ - დიახ მღვდელი ცუდია როცა 60000 -იანი ჯიპით დაბრიგინობს, რამდენიმე 3-4 სართულიანი კერძო სახლი აქვს აშენებული და თავისი მრევლი შიმშილით კვდება, დიახ ეს ცუდია და ნუ დაიწყებთ ეხლა აჩუქესო და ასეო და ისეო, ნამუსი მღვდლებს უფრო მეტად მოეკითხებათ ამ შემთხვევაში ვიდრე უბრალო მოკვდავთ !!!
15:55 / 12-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?