"სასურველია იყოს შავგრემანი და ხუჭუჭა, ან ცოტათი მაინც მგავდეს..." სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, შემდეგი შინაარსით:
"ყურადღება! ყურადღება!
ვიქირავებ ბავშვს 9 თვიდან 2 წლამდე. უნივერსიტეტში გამოცდებზე წასაყვანად და ლექტორებზე თავის შესაცოდებლად.
გავასაღებ ჩემს შვილად. სასურველია იყოს შავგრემანი და ხუჭუჭა, ან ცოტათი მაინც მგავდეს რა. შემეხმიანეთ".
აღნიშნულ ტექსტი უამრავი ადამიანისთვი განხილვის საგანი გახდა. ზოგმა ხუმრობად მიიღო, ზოგი კი აღშფოთდა. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს სარკაზმი-მინიშნება იყო იმ რეალობაზე, როცა სტუდენტები ბავშვებით მანიპულირებენ გამოცდებზე.
"ხუმრობა კარგი ხილია. ჭამეთ ბევრი ხილი და ცოტა ერთმანეთი".
"ვაიმეე, ამის კორდინატები მითხარიიით. მე გავატან, თან ფულსაც არ გადავახდევინებ. 2-3 საათით დავისვენეებ... ისეთი ველურიაა, ლექტორები ეტყვიან, ოღონდ ეს წაიყვანე და დაუსწრებლად ჩაგაბარებინებთო".
"ასეთი განცხადების გაკეთება არავის არ მოუვიდოდა თავში აზრად საქართველოში და არც არასამთავრობო ორგანიზაციაში, თუკი მას არ დაავალებდნენ თავიანთი სპონსორები ქვეყნის გარედან".
"შვილიც მყავს, ორსულადაც ვარ და ერთ ქულასაც არ მიმატებენ".
"ანუ სტუდენტებს თავის შესაცოდებლად ჰყავთ შვილები?!"