"დაცარიელებულები და განადგურებულები ვართ... ვერც წარმოვიდგენდით, რომ ერთხელაც ასეთ ტკივილს გამოვცდიდით..." ამერიკელი სამთო მოთხილამურის, ოლიმპიური ჩემპიონის ბოდე მილერის ოჯახში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა. რამდენიმე დღის წინ ის მეუღლესთან - ფრენბურთელ მორგან ბეკსა და ორ შვილთან ერთად, წვეულებაზე გაემგზავრა. როგორც თავად იხსენებს, წვეულებაზე მისვლიდან მალევე შენიშნა, რომ გოგონა - ემელინი არ ჩანდა. მშობლებმა წვეულების სხვა სტუმრებთან ერთად დაიწყეს მისი ძებნა. სამწუხაროდ, რამდენიმე წუთის შემდეგ იპოვეს აუზის ფსკერზე, მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა ექიმებმა წლი-ნახევრის გოგონას გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ამჟამა პოლიცია იძიებს ტრაგედიის დეტალებს. თავად ბოდემ კი სოციალურ ქსელში დაწერა:
"დაცარიელებულები და განადგურებულები ვართ. ჩვენი გოგონა ემი გარდაიცვალა. ამას ვერც წარმოვიდგენდით, რომ ერთხელაც ასეთ ტკივილს გამოვცდიდით. ჩვენს გოგონას ძალიან უყვარდა სიცოცხლე..."
სპორტსმენმა ასევე სთხოვა საზოგადოებას და ჟურნალისტებს, არ შეაწუხონ ამ რთულ პერიოდში.