"ვიდეოთვალი კი დგას, მაგარმ ჩემს ჯიხურს არ უყურებს, ამიტომ არაფერი გამოჩნდებოდა" ალბათ ყვლას გახსოვთ 15 წლის გიგი ანთაძე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ მზიურის ტერიეტორიაზე ნატურალური წვენების ჯიხური გაუხსნა. გიგი 12 წლის იყო, როცა ვაჭრობა დაიწყო და მას შემდეგ ოჯახს მატრიალურად ეხმარება.
სოციალურ ქსელში ნინჩო ჯიბლაძის პოსტი გამოჩნდა, სადაც ის წერდა, რომ გიგის წვენის აპარატი მოპარეს:
„ეს ისტორია რასაც გიამბობთ არის კოშმარი - გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა სხვა ქვეყანაშიც თუ მოხვდებოდა მსგავსი რამ?
გუშინ გიგისთან რომ მივედით, ყველამ ვიცით ხო გიგი - პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ წვენებს ყიდის - ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ, ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ - მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა!
რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა, გიგის რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით რომ პრობლემა აქვს - ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო - მიდის და ქურდავს.
გული მქონდა ცუდად გუშინ კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა რომ ის რაც მოვისმინეთ იმ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან“.
ამ ამბის გასარკვევად გიგის დავუკავშირდით:
„იმ ღამეს ძალიან წვიმდა. შედარებით ადრე დავკეტეთ ჯიხური. გამყიდველმა აპარატი ჯიხურში შედგა და სახლში წავიდა. ორი აპარატი მაქვს. დილით ერთი მოპარული დამხვდა, მეორე ადგილზე იყო. ვიდეოთვალი კი დგას, მაგარმ ჩემს ჯიხურს არ უყურებს, ამიტომ არაფერი გამოჩნდებოდა. არ მინდოდა ამ ამბავს ჩემთვის ხელი შეეშალა, ამიტომ მალევე ვიყიდე აპარატი და გავგრძელე მუშაობა. ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგად მიდის უშაობა. ზაფხულში ვაპირებ ბათუმშიც გავხსნა „გიგის წვენები“.
მერი ბლიაძე