როგორია წლის და სამი თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა
როგორია წლის და სამი თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა
სენაკში წლის და სამი თვის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვი მრავლობითი ტრავმებით, ჯერ სენაკის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.

როგორც ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ბავშვს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრამვები მათ შორის თავის არეში. განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება, თუმცა ბავშვის ჯანმრთელობა მაინც სტაბილურად მძიმეა. მას აქვს თავის ტვინის ინტრაკრანიალური დაზიანება (ინტრაკრანიალური ჰემატომა ვითარდება, როდესაც ტვინში ან ტვინსა და ქალას შორის არსებული სისხლძარღვები სკდება. ამის
შედეგად წარმოქმნილი სისხლჩაქცევა აწვება ტვინის ქსოვილს). ამ ეტაპზე საავადმყოფოში ვერ ასახელებენ თარიღს, როდის შეიძლება გაეწეროს პაციენტი. 

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

რუსკა კილასონია

წაიკითხეთ ასევე:

altსპეციალური საბავშვო გისოსი, რომელიც პატარას ფანჯრიდან გადმოვარდნისგან იცავს


4620
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თინი
0
რას ქვია გადმოვარდა 1.3-თვის ბავშვი ფანჯრის რაფაზე ვერ ავიდოდა დამოუკიდებლად
18:22 / 18-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```