ბავშვს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრამვები მათ შორის თავის არეში
სენაკში წლის და სამი თვის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვი მრავლობითი ტრავმებით, ჯერ სენაკის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.
როგორც ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ბავშვს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრამვები მათ შორის თავის არეში. განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება, თუმცა ბავშვის ჯანმრთელობა მაინც სტაბილურად მძიმეა. მას აქვს თავის ტვინის ინტრაკრანიალური დაზიანება (ინტრაკრანიალური ჰემატომა ვითარდება, როდესაც ტვინში ან ტვინსა და ქალას შორის არსებული სისხლძარღვები სკდება. ამის შედეგად წარმოქმნილი სისხლჩაქცევა აწვება ტვინის ქსოვილს). ამ ეტაპზე საავადმყოფოში ვერ ასახელებენ თარიღს, როდის შეიძლება გაეწეროს პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
რუსკა კილასონია
წაიკითხეთ ასევე:
სპეციალური საბავშვო გისოსი, რომელიც პატარას ფანჯრიდან გადმოვარდნისგან იცავს