სანამ ბავშვებს ქალაქიდან გავიყვანთ, მათ გართობაზე ზრუნვა გვიწევს სულ მალე არდადეგები დაიწყება და სანამ ბავშვებს ქალაქიდან გავიყვანთ, მათ გართობაზე ზრუნვა გვიწევს. თავისუფალ დროს ბავშვი სულ სახლში ხომ ვერ გაატარებს. თანაც ყველა მშობელს უნდა, რომ ბავშვი ისე გაერთოს, რაღაც სასარგებლოც შეიძინოს. განმავითარებელ თამაშებს შორის დიდი ხანია ხელსაქმეც სახელდება. როგორც წესი, გამოჭრა-მოხატვაზე ან რაიმე ნივთის ხელით დამზადებაზე ბავშვები უარს თითქმის არასდროს ამბობენ. გატაცებით მიჰყვებიან ხოლმე დამზადების წესს და ცდილობენ, მათი გაკეთებული ნივთი ლამაზი და დახვეწილი იყოს.
სანამ პატარა ერთობა, ამ დროს მისი გონება გამალებით მუშაობს: არჩევს დეტალებს, უხამებს ერთმანეთს ფერებს, ფორმებს, აქვს მიზანი და სურვილი, რომ რაღაც შექმნას. ამ დროს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს ივარჯიშებს, რაც სამომავლოდ სწავლასა და წარმატებაში ძალიან გამოადგება,
ბიბლუსი გალერეაში სისტემატურად ტარდება ხელსაქმის მასტერკლასები. ბავშვები კრაფტის სპეციალისტების მეთვალყურეობით ქმნიან ლამაზ-ლამაზ ნივთებს. ეს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბავშვები, რომლებიც სისტემატურად ესწრებიან ამ სეანსებს, თანდათან უფრო თავდაჯერებულნი ხდებიან, იდეებიც უჩნდებათ და უფრო ოსტატურად ასრულებენ სამუშაოს,
უახლოესი მასტერკლასი ბავშვებისთვის 16 ივნისს, ჭავჭავაძის 7–ში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება.
მონაწილეები თაბაშირისგან დეკორატიულ ჩარჩოებს დაამზადებენ.
მასტერკლასი ორეტაპად ჩატარდება: 13:00 სთდა 14:00 საათზე. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ადგილზე უნდა შეიძინონ ნივთის დასამზადებლად საჭირო მასალა, რომელთა ღირებულება 6 ლარია
ბავშვთა რეკომენდებული ასაკი, ვისაც ეს აქტივობა დააინტერესებს 5 - 9 წელია.
საჭიროა ამ ბმულზე წინასწარი რეგისტრაციის გავლა, რათა ჯგუფები ისე დაკომპლექტდეს, ყველა ბავშვს სატანადო დრო და ყურადღება დაეთმოს.
ტელ: ☎ 597 74 74 01
მის: ჭავჭავაძის 7
"ბიბლუსიგალერეა"