"ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება" - მამუკა ბახტაძის გულახდილი ინტერვიუ
"ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება" - მამუკა ბახტაძის გულახდილი ინტერვიუ
პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - მამუკა ბახტაძემ მაისში ჟურნალ "შინს" ინტერვიუ მისცა. მინისტრმა თავის წინაპრებზე და იმ სახლზე ისაუბრა, სადაც ბავშვობის ულამაზესი წლები გაატარა... ეს სახლი ყველასთვის ნაცნობია - სწორედ იქ არის გადაღებული ცნობილი ფილმი "იმერული ესკიზები".
ამონარიდი სტატიიდან:
"ეს სახლი ჩვენი ოჯახის დიდი სიამაყეა. აქ ექვსი თაობაა გაზრდილი! 150 წლის, ისტორიული სახლია! ყოველი ზაფხულის გატარება აქ მიწევდა და ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება"... - ეს სიტყვები მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. - ეს სწორედ ის
სახლია, სადაც ყველასათვის საყვარელი ფილმი "იმერული ესკიზებია" გადაღებული.

გარკვეული ანაზღაურების საფასურად რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ დაეშალათ და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაეტანათ. რა თქმა უნდა ოჯახი ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო. სახლს ბევრი ცნობილი პირი სტუმრობდა. ბაბუაც რეჟისორი იყო, თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა და ბევრ ცნობილ ხელოვანთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა... ვინაიდან სახლი შემოქმედებით წრეში კარგად იყო ცნობილი, ფილმის მთავარმა რეჟისორმა ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ ბებიას შესთავაზა, ფილმის ნაწილი ამ სახლში ყოფილიყო გადაღებული... ძალიან საინტერესო ალბომები ინახებოდა სახლში და ფილმშიც არის ეპიზოდი, ერთერთი გმირი რომ ტახტზე ზის და ალბომებს ათვალიერებს... "
ინტერვიუს სრული ვერსია და ექსლუზიური ფოტოები იხილეთ
ჟურნალ "შინის" ზაფხულის ნომერში
6194
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
მარი
1
იგი წავა და სხვა მოვა.....თხა ვიყიდე,თხა გავყიდე....რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოვა???ყველა ერთნაირად აზროვნებს----ბიძინასებურად!!!ასე რომ მის წინაპართ სახლში თუ არის გადაღებული ფილმი ეს არ არის საუკეთესო პროგნოზი!!!დამიანების გადანაცვლებით ჯამი ანუ შეგედი არ იცვლება!!!იგივე იქნება რაც აქამდე იყო!!! სილამაზით და სიმაღლის მიხედვით არ ირჩევენ პოლიტიკოსებს!წულუკიანი მეტრა ოცია,მაგრამ დაანგრია და გაანადგურა სახელმწიფო!!!პატრიოტი უნდა იყოს ადამიანი პატრიოტიიიიიი და ღვთისმოსავი!!!
15:43 / 17-06-2018
3
Mamuka baxtadzem danaxvustanave kargi shtabechdileba datova,man miiqcia rogorc chemi aseve mravali adamianis yuradgeba,b.ni mamuka martlac kargi premier_ministri iqneba,vusurvebt warmatebebs yvelafershi,gmerti faravdes yvelgan da yoveltvis.
19:06 / 16-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?