"ნინა შტერი ქალია. არასდროს არ იცავს საკუთარ შვილებს" - გამოხმაურება, რომელიც სერიალში ასახულ ბულინგის შემთხვევას მოჰყვა "ჩემი ცოლის დაქალების" წინა სერიაში წამოწყებული საკმაოდ მწვავე - სკოლაში ბულინგის თემა, გუშინ გაგრძელდა და თემის მთავარი გმირების - ჯეკოსა და მათეს "შერიგებით" დასრულდა. რასაკვირველია, თემას, რომელიც მართლაც აქტუალურია და არაერთი შემთხვევა გვახსოვს ჩვენს რეალობაში მსგავსი, რომელიც ფატალურადაც დასრულებულა, გამოხმაურება კვლავ ბევრი მოჰყვა. გთავაზობთ სერიალის რამდენიმე აქტიური მაყურებლის კომენტარს:
"კარგად აჩვენეთ ის რეალური მდგომარეობა, რაც ხდება სკოლებში, რაც ბევრ ჩვენგანს საკუთარი თვალით გვინახავს... სკოლის დამოკიდებულებაც ძალიან სწორად არის ასახული... ნინა კიდევ შტერი ქალია. არასდროს არ იცავს საკუთარ შვილებს და სანამ თინამ არ დაარიგა, იქამდე ვერ მიხვდა, როგორ დაეცვა ჯეკო. ზუსტად ამიტომ არ ენდობა არც ერთი და არ უყვებიან არაფერს."
"დიახ, თუ გულგრილი არ იქნება საზოგადოება და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს, საკუთარი კომპეტენციისა თუ შესაძლებლობების ფარგლებში, მართლაც ბევრ უაზრო ტრაგედიას ავირიდებთ. გამომძიებელი უბრალოდ გულგრილი არ დარჩა ამ საკითხის მიმართ... ხედავ რისკს, რომ ტრაგედია განვითარდეს??? დარეკე პატრულში, ეს შენი საზოგადოებრივი ვალია და არ გაქვს უფლება გულგრილობის გამო უამრავი სისასტიკე დაუშვა.. მსგავსი მაგალითები უამრავი, უბრალოდ ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ, სულ იმას ვფიქრობ, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა დროულ ზარს საპატრულოში...."
"მინდა ჩემი თაობის სახელით მადლობა გითხრათ სერიალის ამ მოანკვეთის, ვითარების ასეთი დასასრულისთვის იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენი რეალობის ერთგვარი (აღმწერი), დაგვაინტერესეთ, გვანახეთ და დაასრულეთ "ისე" როგორც დღეს ამას დაასრულებდა ყველა "ცივილიზებული და ჩამოყალიბებული საზოგადოება". დიახ, სამწუხაროდ დღეს, თქვენ, მე, ყველამ მაგალითი უნდა მივცეთ სხვებს და დავანახოთ საზოგადოებას რა არის "ცივილიზაცია" და მისი არსი "სერიალიდანაც" კი, რადგან ჩვენს მაგივრად ამას არავინ იზამს, ვიყავით და დავრჩებით სიბნელეში... რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, რადგან ამას ბევრი მოზარდი ნახავდა და ნახავს".
გაიცანით მათეს როლის შემსრულებელი:
ვინ არის მათე "ჩემი ცოლის დაქალებიდან: "პირველი სერიის გადაღებისას ცუდად გავხდი…"
"ფანტასტიკური სერიები იყო! ბრავო ჩცდ! ფაქტია, როცა მოზარდებს ეხება საქმე, მიდგომა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე ინდივიდუალური უნდა იყოს, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. რაც შეეხება აკაკის, ფაქტია უბნის ინსპექტორის როლია ძალიან გასაძლიერებელი. და ისინი ახალგაზრდა, ძალიან აზრზე მოსული და განსაკუთრებული ადამიანები უნდა იყვნენ, იყოს მაღალი ანაზღაურება, პრესტიჟული სამსახური, ათას სისულეში იხარჯება ბიუჯეტი, ეს პრევენციაა, მათ უბნის ახალგაზრდების პულსზე უნდა ეჭიროთ ხელი. აბა, ისაა საქმე, ამას წინებზე დოლიძე სკოლის უკან ბაღში, მთელინდოლიძე წითლების სახელით რომ იცნობს, ჩხუბი იყო, ერთი საათი ვუხსნიდი პატრულს, საიდან უნდა მოხვედრილიყვნენ იმ ბაღში, მარტო ტრასებზე ჯარიმების დაწერა არაა პატრულის საქმიანობა".
"კი ბოდიში მოიხადა (მართალია ყალბი, მაგრამ მოიხადა), თუმცა ასე არ უნდა დასრულებულიყო, ამას დავამატებ. თან ერთი რამე მინდა ავღნიშნო, ის რომ უბრალოდ მათეს მამამისთან ერთად ყოფნა სურდა და მისთვის მამა იყო ავტორიტეტი. თუმცა ყველასთვის ხომ არ არის მამის სიტყვა პრიორიტეტული და სულ კიდიათ ყველას აზრი, რეჟისორმა ამას არ გაუსვა ხაზი. აი ასეთ დროს როგორ უნდა მოგვარდეს საქმე. შუკაკიძეები ყველა საქმეს რომ ვერ გახსნიან ეგეც ბუნებრივია) მასეთ დროს რა უნდა ვქნათ? რა თქმა უნდა, არ უნდა შევარჩინოთ და თავი შევაკლათ! სამწუხაროდ დღეს ეს ერთ-ერთი რთულად მოგვარებადი პრობლემაა სხვა პრობლემებთან ერთად".
"სანამ ვინმეს არ მოკლავენ, ბულინგი არ ბაზრდება როგორც წესი, აბა "ჩამშვებობას" და "ბოზობას" ხო არ დაიწყებ. უფროსები ფიქრობენ ბავშვები არიან და გაიზრდებიანო სანამ ბულინგი უფრო არ დამძიმდება და ვინმეს არ მოკლავენ ან ჯეკოსავით არ იცემება და ვიდეოს არ აუტვირთავენ ინტერნეტში".
"მარტო ეს ბიჭი არ იყო პრობლემა. პრობლემა იყო ხალხის რეაქცია მაგ ვიდეოს კომენტარებში ჯეკოს რომ დასცინოდნენ. პრობლემაა მასწავლებლები, რომლებიც არ ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და მშობლებს აბრალებენ, ბავშვი ვერ გაზარდაო. ეგ დირექტორი ან მასწავლებელი კრიმინალის მსხვერპლი რომ გახდეს ერთ დღეს, მაგათ მშობლებს უნდა დაბრალდეთ, თუ რა ლოგიკაა. კრიმინალის და მჩაგვრელის მხილება ჩამშვებობად რომ ითვლება, ეგ ხო კიდევ ცალკე მარაზმია და ბულინგსაც ხელს უწყობს. ამ გამომძიებლის სახით ისაა ნაჩვენები, რომ ბულინგის მსხვერპლის დაცვა შესაძლებელია, თუ ამას საზოგადოება მოინდომებს და ეფექტური გზის ძებნას დაიწყებს. მათესნაირ ტიპებს უნდათ, რომ მაგრები გამოჩნდნენ სხვების დამცირებით, მაგრამ ეს რომ არ გამოუვათ და ყველა რომ მიახვედრებს, მაშინ მოჯდებიან ადგილზე. მამამისი ავტორიტეტია მაგისთვის და მამამისმა არარაობად რომ ჩათვალა, მერე შეეშვა ჯეკოს და იმ გოგოსაც".
"რეალურად რაც უთხრა მათემ, ის სიმართლეა, რომ “კიდია” ყველა... მას სახელის მოხვეჭა უნდოდა და არ გამოუვიდა ...კარგია, ასე კარგად რომ მთავრდებოდეს სინამდვილეძი ყველაფერი..თუმცა დღეს 21 საუკუნეში არ ვიცი მშიშრები თუ ამაყები დავარქვა ვერ ვხვდები არ აღიარებენ და არ ჩარევენ უფროსებს ბავშვები, როგორც ჯეკო მოიქცაა და ამაშია სწორედ დიდი უბრდურება".
"ჩემი აზრით, მოძალადე და ჩმორი ბავშვები ორივე ოჯახის არასწორი აღზრდით ყალიბდებიან. მათე მოძალადეა იმიტომ, რომ დედაა მოძალადე შვილზე, ეს კარგად ჩანს სერიალში და ჯეკო ჩმორია იმიტომ, რომ ნინას დაჩმორებული ჰყავს თავისი ქმარი და აკეთებს იმას მხოლოდ, რაც თვითონ კარგი გონია და არავის აზრს არ ითვალისწინებს. შვილები რასაც ხედავენ ოჯახში, ისე იზრდებიან".
"ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველანაირად უნდა ყოფილიყო, საერთოდ არ მოველოდი ასეთ დასასრულს, კი ბოდიში ზოგჯერ კარგია და მართლაც ზოგჯერ შველის, მაგრამ იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ საჯაროდ არ დაამცირებდა ბავშვს, დავუშვათ ის ყველაფერი რომ მომხდარიყო რაც მოხდა სადღაც სარდაფში (ვიდეოს გარეშე) და მერე მოეხადა ბოდიში, კიდე ხო, მარა ტიპი გაანადგურა, შეაშინა, დაამცირა. ანუ ჩემი აზრით, ამ სერიით ძალიან ცუდი მაგალითი მიეცით, ვინც ასეთ რამეებს სჩადის, რომ თითქოს ბოდიშით გამოძვრებიან. მით უმეტეს, ამ ბოლო დროს მომხდარი მკვლელობის გამო ძალიან ცუდად მეცა თვალში ეს სერია, ჯეკოს სახელი დარჩა ცუდი, ეგ ბოდიში გინდ მოუხდია, გინდ არა. საჯარო უნდა ყოფილიყო ბოდიში, თუ ვიდეო არა, სკოლის წინაშე მაინც, ამის შემდეგ არა მგონია, მშობლებს ეჩივლათ ამ მათესთვის. მამამისის სიტყვაც იდეალური იყო, მაგრამ მაინც ადამიანმა ასეთი სიბოროტის გამო პასუხი უნდა აგოს."