„პატარა ბავშვი დაკარგულ სიყვარულზე არ უნდა მღეროდეს, თუმცა როცა გყავს გრიგოლ ყიფშიძისნაირი, ლიკუნა თუთისანისნაირი ძლიერი ბავშვი, მას კურდღელზე ვერ ამღერებ“ მუსკალური მრავალფეროვნება, გემოვნებიანი რეპერტუარი და სასიამოვნოდ მომსასმენი ლაივ კონცერტები - ეს ყველაფერი „იქს ფაქტორის“ მუსიკალური ხელმძღვანელების სოფო ტოროშელიძისა და მანანა მორჩილაძის დამსახურებაა. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ძალიან დიდი შრომა „იმალება“ იმის უკან, რითაც ჩვენ ყოველ ორშაბათს სიამოვნებას ვიღებთ. ამჯერად ინტერვიუს მანანა მორჩილაძესთან გთავზობთ, რომელიც წლებია მსგავს პროექტებზე მუშაობს და გარდა „იქს ფაქტორისა“, მშობლებისთვის საინტერესო სხვა თემებზეც საუბრობს.
- წელს მართლა განსაკუთრებულად ინდივიდუალური, ჟანრობრივად მრავალფეროვანი ნაკადი მოვიდა „იქს ფატორში“, ამ შემეთხვევაში ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ ათეულს, ვინც დარჩა შოუში, არამედ მათაც, ვინც ვერ მოხვდა ათეულში. სამწუხაროდ, ასეთია კონკურსის წესები, უწევთ ნიჭიერ ადამიანებსაც მის გარეშე დარჩენა. თქვენც და მაყურებელიც საქმის კურსში იქნებით, რომ გამოგვეთიშა რამდენიმე არაჩვეულებრივი კონკურსანტი, მაგალითად, თამუნა გიორგაძეზე განსაკუთრებულად დამწყდა გული, ეს გოგო თვითნაბადი მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოვებული, იმ სტილის შეგრძნება, რომელიც შეიცავს ჯაზის ელემენტებს, მას ბუნებრივად აქვს და არ მინდა, რომ დაკარგოს, მინდა, განვითარდეს, მეტს მიაღწიოს. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ და დავეხმარები, რითაც შევძლებ.
- როდესაც კონკურსანტი მოდის, მას ხმაშივე ეტყობა ის ცვლილებები, რაც გარდატეხის ასაკს ახლავს და გამოცდილი „ყური“ ამას აუცილებლად შეამჩნევს. ყოფილა შემთხვევა, როცა სწორედ ამ მიზეზით არ აგვიყვანია კონკურსანტი და ამის გამო, მერე მისმა მშობელმა არ დაგვაკლო ლანძღვა ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით, თუმცა ჩვენ, რასაკვირველია, ამ ფაქტორსაც ვითვალისწინებთ და ისე ვარჩევთ კონკურსანტს. რაც შეეხება ღელვას, სტრესს, მართალია, კონკურსი ამის გარეშე წამროუდგენელია, მაგრამ ესეც ერთგვარი გამოცდილებაა, ამ მხრივაც უნდა გამოსცადოს ადამიანმა საკუთარი თავი. პირადად მე, პატარა ასაკში სცენაზე გამოსვლის ნერვიულობა რომ ვერ დავძლიე, იმიტომაც ავირჩიე ისეთი პროფესია, სადაც შედარებით ჩრდილში ვიქნებოდი. თუმცა, ერთხელ რომ გამოვსულიყავი, შესაძლოა, დამეძლია ეს სტრესი და სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები. ასე თუ მივუდგებით, ყველაფერი სტრესია, სკოლაში ყოველდღიურად ბავშვი რომ გაკვეთილს ყვება კლასის წინაშე, ესეც სტრესია გარკვეულწილად, ამიტომ აღარ ვასწავლოთ ბავშვებს? ემოციურ-ფსიქოლოგიური განწყობა მომღერლისთვის, კონკურსანტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ თუ არ სცადე გამოსვლა, არ „შეებრძოლე“, ვერ მიხვდები, დაძლევადია ეს შენი მხრიდან თუ არა. რომ ცდი, იმას მაინც გაიგებ, შეგიძლია, თუ არა. ყველას არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობა სწორედ ამ ემოციური ფაქტორის გამო. შეიძლება იყო კარგი მომღერალი, მაგრამ კონკურსში ვერ მიიღო მონაწილეობა, ასეც ხდება ხოლმე.
- ამის რეცეპტი არ არსებობს. რასაკვირველია, ჩვენ ვცდილობთ, კონკურსანტი ფსიქოლოგიურად მოვამზადოთ, გავამხნევოთ, ვმუშაობთ ბევრს, მაგრამ ყველაფერი მაინც თავად გამომსვლელზე და მის ფსიქოლოგიურ- ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგი იმდენად ემოციურია, სცენაზე იმის ნახევარი გააქვს, რასაც რეპეტიციაზე აჩვენებს, ზოგი კი პირიქით - გადის თუ არა სცენაზე, ეხსნება ის დაძაბულობა, რაც მანამდე ჰქონდა. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ყველა შემდეგი სცენაზე გასვლა, უფრო ნაკლებ ღელვასთანაა დაკავშირებული, ესეც გამოცდილების შედეგია, რასაც ისინი კონკურსში მონაწილეობით იღებენ.
- გასაგებია, რაზეც საუბრობთ და მეც ვეთანხმები, რომ პატარა ბავშვი დაკარგულ სიყვარულზე არ უნდა მღეროდეს, თუმცა სხვა ფაქტორებიც ახლავს ამ საკითხს. როცა გყავს მაგალითად, გრიგოლ ყიფშიძისნიაირი, ლიკუნა თუთისანისნაირი ძლიერი ბავშვი, მას კურდღელზე ვერ ამღერებ. ჩვენთან კიდევ ისეთი საბავშვო რეპერტუარი არაა, რომელიც საბავშვოც იქნება და ამავდროულად ექნება თავისი სირთულეც. მაგალითად, „უოლტ დისნეის“ მულტფილმებისთვის შექმნილი სიმღერები, საბავშვოდ ითვლება და შესასრულებლადაც კარგია, მაგრამ ჩვენთან მსგავსი არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, გიგა კუხიანიძე ახერხებს მისი ბავშვებისთვის, რომლებიც „ევროვიზიის“ არაერთგზის გამარჯვებულები გახდნენ, შესთავაზოს ისეთი სიმღერები, რომლებიც ბავშვურია, მაგრამ შესრულების ტექნიკასაც მოითხოვს. ვფიქრობ, ეს საკითხი კომპოზიტორების, ტექსტის ავტორების კომლპექსური მუშაობის საგანი უნდა გახდეს..
- ჩვენთან არ არსებობს საპროდუსერო სააგენტოები, რომლებიც შემდეგ ხელს მოკიდებენ და იზრუნებენ ახალგაზრდების განვითარებასა და მათ კარიერაზე. სხვა ქვეყნებში, ასეთ მეგაშოუებში გამარჯვებულს მაშინვე უფრომდება ხელშეკრულება რომელიმე ხმის ჩამწერ სტუდიასთან, გამოდის მისი სი-დი, იგეგმება ტურნეები, ჩვენთან ეს არ ხდება. ამიტომაც ხშირად ისეა, რომ გამარჯვებულები აღარ ჩანან. თუმცა, მხოლოდ ეს არაა მიზეზი. ჩვენ ასევე გვყავს ისეთი მომღერლები, რომლებმაც კონკურსში აიგდეს ფეხი, არც მათ ჰქონიათ ხელშეწყობა, მაგრამ იწვალეს, ეცადნენ, ნიჭი ხელს უწყობდათ და გააგრძელეს კარიერა, დღეს კი მათი გვარ-სახელები ყველამ იცის. ადამიანს თუ სურვილი აქვს, არ იზარმაცებს, იშრომებს, იწვალებს, რაღაც მაინც გამოუვა. მას კი, ვისაც ეს ეზარება და თან ის ხელშემწყობი ფაქტორებიც არ აქვს, რაც ზემოთ ვახსენეთ, ერთ ადგილას რჩება და განვითარებასაც წყვეტს. ასე რომ, მონდომებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში.
ციცი ომანიძე