"არიან ადამიანები, რომლებსაც დაუნის სინდრომით დაავადებულიბავშვი სახლში მიყავს და მთელი ცხოვრება რცხვენია, მთელი ცხოვრება მალავენ ბავშვს"
"ვთვლი, რომ სტიგმების ტყვეობიდან უნდა გამოვიდეთ. გავეცანი ლიტერატურას და მივხდი, რომ მარტო ის არ არის პრობლემა, ასეთ ბავშვებს რომ ტოვებენ. თუ არ გინდა შვილი ასეთიც და ისეთიც, ძალით წაყვანას და ნაგვის ბუნკერთან დატოვებას ჯობია, ცივილურად მიატოვო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვი სახლში მიჰყავთ და მთელი ცხოვრება რცხვენიათ, მთელი ცხოვრება მალავენ ბავშვს...მე ყველანაირად ვცდილობ, ყველას დავანახო, რომ ეს არ არის პრობლემა, პირიქით, ეს არის გაორმაგებული ბედნიერება, როცა ასეთი პატარა ბედნიერება გყავს სახლში"- ამის შესახებ ირინა სარიშვილმა, გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა.
'თუ არ გინდა შვილი ასეთიც და ისეთიც, ძალით წაყვანას და ნაგვის ბუნკერთან დატოვებას ჯობია ცივილურად მიატოვო'
ირინა სარიშვილი რა ხანია, გმირი დედა გახდა. როგორც კი უფროსი სამი ვაჟი წამოზარდა, კიდევ ოთხი ბავშვი იშვილა. ერთი მძიმედ იყო დაავადებული და სახლში მიყვანამდე გარდაიცვალა. მერე კი სამი პატარა შეემატა მის ოჯახს. სამივეს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ქალბატონი ირინა მედგრად უმკლავდება ამ პრობლემებს და იმდენს ახერხებს, სამივე პატარას ბედნიერი ბავშვობა შეუქმნას.