ქეთამ შვილს 3 წლის იუბილე ყოფილ ქმართან ერთად გადაუხადა - ფოტოები - მშობლები

ქეთამ შვილს 3 წლის იუბილე ყოფილ ქმართან ერთად გადაუხადა - ფოტოები

2018-06-19 18:14:10+04:00

განქორწინების შემდეგ ქეთა ქმართან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს და ახალ რომანსაც აღარ მალავს ქეთა თოფურიას ქალიშვილი ოლივია 3 წლის გახდა. ქეთამ დიდი წვეულება მოაწყო მოსკოვში, რომელსაც ოლივიას მამა - ქეთას ყოფილი ქმარი ლევ გეიხმანიც დაესწრო.

ბუშტები, ტკბილეული, გოჭი პეპა, საპნის ბუშტები არ აკლდა წვეულებას. ოლივია პრინცესის სამოსში გამოწყობილი ხვდებოდა სტუმრებს.

mshoblebi
ოლივია დედ-მამასთან ერთად

ოლივია ძალიან გახარებული იყო. ხან დედას ეხუტებოდა, ხან - მამას და მოგვიანებით ლექსიც თქვა დედაზე და მამაზე, მერე კი მათთან ერთად ცეკვა.

mshoblebi

განქორწინების შემდეგ წყვილი მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს, ერთად ზრდიან ბავშვს და ოლივია მამასთანაც ბევრ დროს ატარებს.

ქეთას დაბადების დღეზე უკვე ჰქონდა ახალი ვარცხნილობა, რომელიც ძალიან უხდება.

mshoblebi

რაც შეეხება ქეთას ახალ რომანს, ის აღარ მალავს მომღერალ გუფთან ურთიერთობას და ინსტაგრამზე მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც უკვე თამამად დებს.

mshoblebi

mshoblebi
ქეთა ოლივიასთან და გუფი - თავის ვაჟთან ერთად