"ქლორისგან მომსპარი ტანსაცმელები მეცვა..."
ეს პოსტი ერთმა ქართველმა ემიგრანტმა სოციალურ ჯგუფში გამოაქვეყნა. უნდა ხმა მიაწვდინოს ადამიანს, რომლის ერთმა უსიამოვნო ჟესტმა ძალიან ატკინა გული. გთავაზობთ ამ პოსტს.
"გამარჯობა, ემიგრანტებო. მინდა ერთი ერთი ჩემი პატარა ისტორია დავწერო არა იმიტომ რომ ვინმეს გავუზარო.... მაგრამ მინდა ერთ ადამიანს მივაწვდინო ჩემი ხმა და ვწერ იმ იმედით, რომ იქნებ შემთხვევით ნახოს... თვეებია არ მასვენებს უკვე ეს გულისტკივილი... მე იტალიაში ერთ ერთ რესტორანში ვმუშაობ. სამზარეულოში ვრეცხავ ჭურჭელს... შარშან სამსახურში მოსულს ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ მაგიდა დაიჯავშნა იტალიელებისგან და ორი ქართველი უნდა მოსულიყო მათთან ერთან.... აქ ქართველები ძალიან ბევრი ვართ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ერთმანეთს, მაგრამ რომ გავიგე მოდიოდნენ რაღაცნაირი სიხარულის გრძნობა დამეუფლა, ძალიან გამიხარდა თითქოს ჩემი ოჯახი სწევრებს ველოდებოდი. და მოვიდნენ კიდეც შორიდან დამანახეს და მე გამარჯობის თქმას ვასწავლიდი ქართულად მიმტანებს, მაგიდასთან რომ მიხვალთ, მიესალმეთ-თქო. თუმცა ჩემი ხმა გაიგეს და მიმტანს ჰკითხეს, ვინ საუბრობდა ქართულად და მანაც უთხრა ჩემზე. სთხოვეს, გავსულიყავი ... არ მინდოდა გასვლა იმიტომ, რომ მოუწესრიგებელი ვიყავი. ქლორისგან მომსპარი ტანსაცმელები მეცვა და როგორც წესი მუშაობის დროს არ გავდივარ ზალაში ვიდრე რესტორანი არ დაიცლება... მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და გავედი. ჰოდა ერთ ერთმა რომ დამინახა, თავი შეაბრუნა გვერდზე...... ჩემი შერცხვა... ალბად ინანა კიდეც, რომ დამიძახეს... მეც ვინანე და დღემდე ვნანობ იმას, რომ მისალმება გადავწყვიტე... უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემი შერცხვა მას. მეორე გამესაუბრა, იმას კი სახე არ შემოუტრიალებია ჩემსკენ მეტად. ძალიან მივიტანე გულთან იმდენად, რომ დღემდე არ გავა დღე, როგორც კი სამსახურში მოვდივარ სულ მახსენდება. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი გეფიცებით. მაგრამ ერთს გეტყვი, ჩემო ქართველო. მე არ მრცხვენია საკუთარი თავის... არც დაქლორილი ტანსაცმელების მრცხვენია იმიტომ, რომ სასირცხვილოს არაფერს ვაკეთებ. ჩემთვის ყველაზე მთავარია ის, რომ წესიერად ვცხოვრობ... ის რომ ადამიანებისგან ვინც მიცნობს სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ... ესაა ჩემთვის მთავარი.. და შენ თუ შეგარცხვინე მხოლოდ იმიტომ რომ ლამაზი ვერ ვიყავი. მაპატიე. დიდი სიყვარულით თქვენი ემიგრანტი".