„ლილუ არ უყურებს ტელევიზორს, მის არსებობას არ ცნობს“ - რა წესები აქვთ ნანიკო ხაზარაძეს და მის შვილს ურთიერთობაში?
„ლილუ არ უყურებს ტელევიზორს, მის არსებობას არ ცნობს“ - რა წესები აქვთ ნანიკო ხაზარაძეს და მის შვილს ურთიერთობაში?
„იქს ფაქტორმა“ ახალი სეზონი ჟიურის კარგად ნაცნობ წევრებთან ერთად, ახალი,  მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საყვარელი მენტორებით დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი ნანიკო ხაზარაძეა, რომელიც წლების განმავლობაში ტელეეკრანზეა, თუმცა ყოველთვის ახერხებს იყოს საინტერესო. მოლოდინი არც კონკურსში გაუცრუა მაყურებელს, ძლიერი გუნდი ჰყავს და კონკურსანტებთან ერთად ემოციურად განიცდის მათ ყოველ ნაბიჯს. ნანიკოს ახალ ამპლუასა და თინეიჯერ შვილზე ვესაუბრეთ.

- ნანიკო, „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრობა ახალი ამპლუაა თქვენთვის, როგორ გრძნობთ თავს?

- როდესც ქართულ ტელესივრცეში „ჯეოსტარი“ დაიწყო,

პირველი სამი სეზონი იქაც ჟიურის წევრი გახლდით, მაშინ სხვა ასაკის ვიყავი და გამოცდილება საერთოდ არ მქონდა. დღეს ვფიქრობ, რომ ჟიურის წევრობა ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ეს შორიდან ჩანს... ბევრად მარტივად მივიღე გადაწყვეტილება და ბევრად რთული აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ნერვულ სისტემას ვწირავ ამ პროექტს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად მიწევს მუშაობა და თან ვიღებ დიდ გამოცდილებას. უბრალოდ ძალიან რთულია, ადამიანს, რომელიც სცენაზე დგას და მაქსიმალურს აკეთებს, თვალებში ჩახედო და უთხრა, შენ კი კარგი ხარ, მაგრამ უნდა დატოვო პროექტი, ნახვამდის, მადლობა... ეს ურთულესი გასაკეთებელია. ყველა მენტორი თავისთავად ფსიქოლოგიც არის, ყველა ნერვიულობს, სტრესული ფონია, მაღლა იწევს დაძაბულობა, ამიტომ მენტორებს ხშირ შემთხვევაში გვიწევს ბავშვების გამხნევებაც.

mshoblebi
ნანიკო
თავისი გუნდის წევრებთან ერთად

- მუშაობა ბავშვებთან, მოზარდებთან უფრო რთულია, ვიდრე ზრდასრულებთან?

- არაა, ბავშვები უფრო გახსნილები არიან და მოგყვებიან ყველაფერზე, ვიდრე დიდები, ამიტომ რთული არანაირად არ არის. რთული გადაწყვეტილების გახმოვანება და იმ ცრემლების და ტირილის ყურებაა, რაც თან სდევს ამ ყველაფერს. სხვა მხრივ ძალიან სასიამოვნო პროცესია, მგონი ამაზე მეტი სიამოვნება არ არსებობს.


- თქვენს შვილზე მინდა გკითხოთ, თუ უყურებს „იქს ფაქტორს", როგორ გაფასებთ? მისი აზრი ალბათ ძალიან მნიშვენლოვანია...

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ლილუ არ უყურებს ტელევიზროს, მის არსებობას არ ცნობს. თავიდან შესარჩევ ტურს ესწრებოდა, იმიტომ, რომ ზურა მოსიავას ბენდს „FUNKY HOUSE“-ს გულშეტკივრობდა, სადაც მისი მასწავლებელიც გამოდიოდა, მაგრამ როგორც კი დატოვა ბენდმა კონკურსი, მას შემდეგ არც მოსულა, არც სურვილი გამოუთქვამს და არც ტელევიზორი ჩაურთავს... ანუ ზურას ხათრით დადიოდა და არა ჩემი ხათრით და როგორც კი ზურამ და ბენდმა დატოვა კონკურსი, ლილუც აღარ გამოჩენილა.
mshoblebi

- ლილუ 14 წლისაა. აქვს გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები?

- კი, აბა?! ამ დროს ყველაზე დიდი როლი საუბარს და კომუნიკაციას ენიჭება. ამით იწყება ყველა პრობლემის მოგვარება, ყოველ შემთხვევაში, თუ ვერ აგვარებ, იწყებ სვლას პრობლემის მოგვარებისკენ. ამიტომ ვთვლი, რომ კომუნიკაცია, ისევე როგორც ჟანგბადი, ყველაზე საჭიროა ამ პერიოდში, როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის.


- სად უნდა გადიოდეს ზღვარი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში? უნდა იყვნენ მეგობრები, თუ ამასთან ერთად მაინც უნდა არსებობდეს საზღვრები?

- არ არსებობს მოცემული შაბლონი, რომლითაც უნდა იმოქმედოს მშობელმა. მე და ჩემს შვილს გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, თუმცა ზღვარიც არსებობს, წესებიც და კანონებიც, რომელსაც ორივე ვიცავთ.


- სიმკაცრე არის ურთიერთობაში?

- კი, არის, ოღონდ ეს კი არ მიხარია, უბრალოდ ასე გამოვიდა.


- რა საკითხის მიმართ იჩენთ სიმკაცრეს?

- რეჟიმი და სწავლა.


- რაც შეეხება გართობას, თავისუფალი დროის მეგობრებთან გატარებას, მათთან დარჩენას, ამ მხრივ აქვს ლილუს შეზღუდვები?

- როცა თავის საქმეებს დაასრულებს, მერე რაც მას მოესურვება, ის უნდა აკეთოს, ოღონდ არ უნდა გადააცილოს 10 საათს, ესაა წესი, რომელიც არ უნდა დაარღვიოს.


- მისი წესი რა არის, რომელიც თქვენ არ უნდა დაარღვიოთ?

- არ უნდა მოვატყუო.

ციცი ომანიძე

ასევე იხილეთ ნანიკო ხაზარაძის საოჯახო ალბომი
8921
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამჩო
1
რა საოცრად ჰგავს მამას ლილუ
23:52 / 23-06-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?