მშობლებმა უნდა იზრუნონ თავიდანვე, რომ მათმა პატარამ კომპიუტერთან უსასრულო თამაშს და ტელევიზორის ყურებას წიგნების კითხვა ამჯობინოს მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა, წიგნი მაინც შეუცვლელია. ის ბავშვის გონებრივ განვითარებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, ამიტომ მშობლებმა უნდა იზრუნონ თავიდანვე, რომ მათმა პატარამ კომპიუტერთან უსასრულო თამაშს და ტელევიზორის ყურებას წიგნების კითხვა ამჯობინოს. როგორ შევარჩიოთ წიგნი ბავშვისთვის, ამ თემაზე პედიატრი ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება:
- როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა წიგნი?
- საბავშვო წიგნები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს და შესაძლებლობებს. უმჯობესია შევარჩიოთ ილუსტრირებული, დიდი შრიფტით დაწერილი წიგნები, ის აუცილებლად ბავშვისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს დაწერილი და თითოეულ გვედზე ბევრი ტექსტი არ უნდა იყოს დატანილი. რაც შეეხება თავად შინაარსს, დაბალ ასაკში ზღაპრული, ფანტასტიკური სიუჟეტი ხიბლავთ, გმირობის, რაინდობის მაგალითებით, სადაც გმირი ამარცხებს ბოროტებას და ყველაფერი ბედნიერად მთავრდება. მოგვიანებით იზრდება ინტერესი სათავგადასავლო ჟანრის მიმართ. ოდნავ მოგვიანებით კი დეტექტივებისა და სხვა ჟანრების მიმართ ჩნდება ინტერესი.
- როგორ მოქმედებს კითხვა ბავშვის განვითარებაზე?
- წიგნს ბავშვის განვითარებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ბაშვები ინტენსიურად ვითარდებიან და სწორედ ინფორმაციის მიღების ინტენსივობაზეა დამოკიდებული მათი განვითარების ტემპი. ბავშვისთვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა სწორედ წიგნის კითხვაა. ამავე დროს წიგნი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ქცევის, შეხედულებების, გადაწყვეტილების უნარის ჩამოყალიბებაზე. ბავშვებს ჰყავთ საყვარელი ზღაპრის თუ მოთხრობის გმირები, ცდილობენ მიბაძონ იმ ზღაპრის გმირებს, რომელთანაც თავს აიგივებენ, გაიმეორონ მათი ქმედებები, გაიზიარონ მსოფლმხედველობა. ამავე დროს წიგნი სხვადასხვა საკითხში არჩევანის განმსაზღვრელია, მათ შეუძლიათ, როგორც ცალკეული ფობიების წარმოქმნა, ან მათი წარმოქმნისთვის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნა, ასევე ამ ფობიებისგან გათავისუფლება და დეპრესიის დაძლევა.
სწორედ ამის გამო ბავშვისთვის წიგნის შერჩევისას დიდი სიფრთხილე და წინდახედულებაა საჭირო, პროექტ ლიბერ კიდს-ის ფარგლებში უამრავი საინტერესო წიგნის შეძენაა შესაძლებელი:
მაგალითად "შერლოკის ლუპენისა და ადლერის ისტორია", რომელიც ერთ-ერთ საყვარელ ლიტერატურული პერსონაჟის შერლოკ ჰოლმსის ბავშვობის ისტორიას აცოცხლებს. ალბათ ყველა დაფიქრებულა იმაზე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო შერლოკი ბავშვობაში, როგორი იყო მისი ბავშვური ცხოვრება, სამყარო, მისწრაფებები და აი ორმა იტალიელმა ავტორმა გადაწყვიტა მოეთხრო ის რაც კონან დოილმა არ გაგვიმხილა და გაჩნდა წიგნების სერია "შერლოკი, ლუპენი და მე", მასში აღმოაჩენთ, რომ ირენ ადლერი შერლოკის ცხოვრებაში პირველად ბავშვობაში გამოჩნდა და ეს გამოჩენა მეგობრობაში გადაიზარდა, ასევე აღმოაჩენთ, რომ შერლოკი მეგობრობდა ლუპენთან, რომელიც შემდგომსი ყველაზე სახელგანთქმული ქურდი გახდა. წიგნებში კი მთხრობელად ირენ ადლერი გვევლინება, რომელიც შერლოკის ლუპენისა და საკუთარ ბავშვობის ამბებს აცოცხლებს.
"მფრინავი ბაბუა, ჯეკი და მათი თავგადასავალი", ეს წიგნი კი ბავშვებს სახალისო თავგადასავალს ჰპირდება. ბაბუა, რომელსაც ხშირად ავიწყდება შვილიშვილის სახელი, თუმცა მაინც მისი საყვარელი ბაბუაა. სამაგიეროდ ბაბუას კარგად ახსოვს მეორე მსოფლიო ომი, თავისი თვითმფრინავი, თანამებრძოლები და მათი საგმირო საქმეები, ბაბუამ შვილიშვილს ასწავლა, რომ ბოროტებას უნდა შეებრძოლო, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს და ბიჭიც ებრძვის მათ, ვისაც მოხუცები გამდიდრების წყაროდ უქცევია.
"როდესაც ალორაში მოხვდები, მაშინვე უნდა ასწიო თავი მაღლა და შეხედო ცას, რომ დაინახო ჯადოსნური სამყარო ყოველდღე და ყოველ ღამე"
თუმცა თუ თქვენ ალორაში მოხვედრას ვერ ახერხებთ, ჯადოსნურ სამყაროში ავსტრალიელი მწერლის მატილდა ვუდსის ნაწარმოები "ბიჭი ჩიტი და ოსტატი ალბერტო" გამოგზაურებთ.
სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, ურთიერთდახმარება, შრომისმოყვარეობა-ეს კი იმ თვისებების მცირე ნაწილია, რომელსაც თქვენი პატარები ამ წიგნიდან მიიღებენ და შეისწავლიან. წიგნი არის ყველანაირ ადამიანურ შეგრძნებებზე, რომლის არსებობაც ადამიანის შინაგან სამყაროს აყალიბებს.
მამიდა კი ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოუდგენია, თუმცა მაშინ, როცა ის გაიძულებს ჭამო საზიზღარი წვნიანი, ჩაიცვა თავის მოქსოვილი ჩხვლეტია მაისური, არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, ან გემრიელ შოკოლად მხოლოდ თვითონ მიირთმევს და ოჯახში დატრიალებული ყველა ტრაგედიის მიზეზი თვითონაა, შენ კი პატარა გოგონა ხარ რა უნდა გააწყო. ასეთი მამიდისა და პატარა ობოლი გოგონას საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს "საძაგელი მამიდა".
"საუკეთესო პენალტს" და "ოცნება თამაშგარე მდგომარეობაში" ეს წიგნები სპორტისა და სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულთათვის მშვენიერი არჩევანია.
მათ ვისაც ისტორიული წიგნები იზიდავს მოხიბლავს წიგნი "გლადიატორების სკოლა, სისხლით შეფიცულები", ჩვენი წლთაღრიცხვის 79 წელი, ერთგულებისა და ღალატის რომაული ისტორია, ლუციუსის ცხოვრება იცვლება, როცა სახელმწიფო ღალატში ბრალდებული მამამისის - რომის პატივცემული სენატორი მოულოდნელად უჩინარდება. კვინტუსი გლადიატორის გზას ირჩევს, მისი ძმა ლუციუსი კი იძულებულია რომის გლადიატორთა სკოლის მონებსა და დამნაშავეებს შორის იცხოვროს.