ის მისი ერთადერთი შვილი იყო პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, ის მისი ერთადერთი შვილი იყო. როგორც ამბობს, დედამ ბოლო 38 წელი სწორედ მას მიუძღვნა. ლილი შავერზაშვილი კომპოზიტორი გახლდათ, შავერზაშვილების ცნობილი მუსიკალური დინასტიიდან.
"კონსერვატორია დაამთავრა (დავით თორაძის კლასი), უამრავი ნაწარმოების ავტორია. მთელი ცხოვრება მუსიკას და მე მომიძღვნა. მის უამრავ კლასიკურ ნამუშევარს შორის ერთი ("მე და შენ") საესტრადო ნამუშევარია, რომელიც ანრი ჯოხაძემ ცოტა ხნის წინ ჩაწერა და მასზე უკვე კლიპიც გადაიღო" - ამბობს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ჩვენთან საუბრისას.
კლიპის პრეზენტაცია გუშინ შედგა. კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის სიმღერას თავად ანრი ასრულებს და კლიპის იდეაც და რეჟისურაც მას ეკუთვნის.
ნოე სულაბერიძე:
- ეს სიმღერა რამდენიმე ათეული წლის წინ დაწერა. ნაწარმოებებს ძირითადად საგუნდო და კლასიკური მიმართულებით ქმნიდა. ეს ერთი საესტრადო სიმღერა ჰქონდა, მაგრამ თაროზე იყო შემოდებული. მიხარია, რომ ანრიმ მოისურვა ემღერა და მერე მასზე კლიპიც გადაეღო. კლიპის იდეაც და რეჟისურაც მას ეკუთვნის. მგონი, კარგი გამოვიდა, ჩემთვის ძალიან ამაღლვებელია. კადრში დედას სურათი ჩნდება და მასში ჩემი შვილებიც მონაწილეობენ.
- ცხადია, უკეთესი იქნებოდა, მის სიცოცხლეში მოსწრებოდა, რაზეც გული მწყდება, მაგრამ ძალიან მოულოდნელად წავიდა, ვერ მოვახერხე ამ ყველაფრის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ნაფიქრი მქონდა. ცუდია, რომ ეს ყველაფერი დაგვიანებით მოხდა. მადლობა მეგობრებს, ვინც დამეხმარნენ.
"უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ!" - ნოე სულაბერიძეს დედა დაეღუპა
- ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გაიგებს დედაჩემის არსებობის შესახებ, უფრო მეტი მოისმენს მის სახელსა და გვარს. დედაჩემი ნიჭიერი ადამიანი იყო. წლები ჩემს აღზრდას შეალია და ნაკლებად ქმნიდა იმას, რისი შექმნაც კარგად გამოსდიოდა. ძალიან ხშირად მისი ნაწარმოებები უცხოეთში წარმატებით აჟღერებულა, მაგრამ ესტრადას არ ეტრფოდა, სულ ამბობდა, ეგ ყველას შეუძლიაო. ხომ ვამბობ, ეს ერთი საესტრადო სიმღერა ჩემს ბავშვობაში აქვს დაწერილი.
ანრი ჯოხაძე:
- ზოგადად პროექტი გამოვიდა. კლიპს რომ ვუყურებ, ვისმენ, რაზეა ეს ყველაფერი, მრჩება შთაბეჭდილება და ემოცია, რომ მარადიულ სიყვარულზეა... სიყვარულზე, რომელიც სიკვდილამდე შენთან არის, არ გშორდება. კლიპი პირადად ჩემი დამონტაჟებული და აწყობილია, სიმღერა ჩემი გაკეთებული, ნამღერია და როცა ვისმენ, მეც იგივე განცდა მიჩნდება - რა კარგია მომენტი, როდესაც ადამიანს გიყვარს მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე შეყვარებული ხარ და იმ ერთის ერთგული ხარ. განაგრძეთ კითხვა