რა მარტივად სათქმელია, დაიბნა, შეეშალა და რაღაც ეგეთები...
გოდერძი ჩოხელის შვილი, ნიკა ჩოხელი სამი წელია, საწოლსაა მიჯაჭვული. სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს იმ უბედურებაზე, რაც ახლაგაზრდას უეცრად დაატყდა თავს.
ეს ნიკა ჩოხელია, გოდერძი ჩოხელის შვილი, ჯან-ღონით სავსე ადამიანი, ჩემი კეთილშობილი ნიკუშა, რომელიც ისეთმა ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა, რომელსაც ტორმუზი და გაზი აერია ერთმანეთში, გზის იქით მდგომ ბიჭს მთელი სისწრაფით დაეჯახა და ხრამში გადააგდო . ეს ჯანმრთელი, 28 წლის კაცი დააინვალიდა.. ნიკა 3 წელია საწოლსაა მიაჯაჭვული ...
საშინლად ვბრაზობ ასეთ შემთხვევებზე და ამიტომ ვწერ ჭკუასუსტ მძღოლებზე ( არააქვს მნიშვნელობა , კაცია თუ ქალი ), რომლებიც საფრთხეში აგდებენ სხვის სიცოცხლეს ..
რა მარტივად სათქმელია, დაიბნა, შეეშალა და რაღაც ეგეთები … ახლა, იმ ოჯახებს მოუყევით, როგორ უნდა იყვნენ ჰუმანურები და როგორ არ უნდა გაბრაზდნენ და რომ არაა საჭირო აგრესია და რაღაც ეგეთები …
წეღანდელი, აქტიური, "გამპრავებელი" ქალები არ გამომეხმაუროთ, ამ პოსტზე, გაფრთხილებთ ...
რადგან ამდენი კითხვა დაისვა და ძნელია, ასე სათითაოდ პასუხის გაცემა, ჩემო მეგობრებო, თბილებო და გულისხმიერებო , მინდა გითხრათ,რომ, ნიკას დიაგნოზი ასეთია : ზურგის ტვინის მძიმე ტრავმა. ოპერაცია გაუკეთდა მაშინვე, მაგრამ შედეგი არის დამბლა. წლები სჭირდება აღდგენით პროცესს. რეაბილიტაციას დიდი დრო უნდა, ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ექიმებმა არ იციან, აღდგება თუ არა. ამ ეტაპზე ველოდებით ახალ პასუხებს. თუკი საჭირო გახდა ისევ სადმე წასვლა, სარეაბილიტაციოდ, რადგან აქ ბევრმა გულისხმიერმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი, მერე დავწერ ანგარიშის ნომერსაც ... დიდი მადლობა, გულისხმიერებისთვის და სიყვარულისთვის, ოჯახის სახელით გიხდით, ძალიან დიდ მადლობას.
ჩემო მეგობრებო, ასობით ადამიანი მწერს პირადში და მთხოვს ანგარიშის ნომერს ... ამდენი მოწონება, მხარდაჭერა და გაზიარება, არც კი მახსოვს ამ ჯგუფში და არც არსად..
მიხარია რომ, ამდენი მაგარი ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაში ... მიუხედავად იმისა, რომ ნინო (ნიკას დედა ), ძლივს აუდის იმ უზარმაზარ ხარჯებს, რაც ნიკუშას მკურნალობას სჭირდება, იმ მასაჟებს, თერაპიას, ნემსებს და წამლებს, მაინც ვერ დავწერ ამ ეტაპზე, იმას, რომ დაგვეხმაროთ. ნინო, ნიკა და ლუკა არ მაძლევენ ამის უფლებას. გაზიარებული პოსტების კომენტარებიც წავიკითხე და ზოგი ბრაზობს ჩემზე, ანგარიშის ნომერი რატომ არ უწერიაო. ოჯახს არ უნდა, ასეთი მორიდებული ადამიანები არიან და მე კიდე ნიკას სიტყვას ვერ გადავალ.
მოკლედ, თუკი უკიდურესად გამოუვალი მდგომარეობა იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ ...
ძალიან დიდი მადლობა ყველაას,”- წერს ირმა ანანიძე.