ეს ვიდეო შოთამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა და სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,"ენერგო პრო -ჯორჯიაში" 18 ივნისს 21 წლის შოთა ბერიაშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გახდა ის, რომ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მიმდინარე სამუშაოებისას ელექტროენერგია გამორთული არ იყო.
პროფკავშირებში ამბობენ, რომ შოთა ბერიაშვილი "ენერგო პრო-ჯორჯიაში" უკვე მეექვსე თანამშრომელია, რომელიც საწარმოო შემთხვევის შედეგად 1 წლის განმავლობაში დაიღუპა.
ეს ვიდეო შოთამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა და სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს.