უმრავლესობა სექსმუშაკად მიდის, მერე შვილების არსებობა ავიწყდებათ მთელი საქართველო შეძრა 13 ივნისს, ღამის 12 საათზე ბათუმში მომხდარმა ფაქტმა. 4 წლის უზბეკი გოგონა დედის ნათესავმა, უზბეკმა ქალმა ცემით მოკლა. ამის შემდეგ, დამნაშავე თავის მეგობარ გოგონასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილი ბავშვით ხელში მივიდა. ბავშვს სხეულზე უამრავი დაზიანება ეტყობოდა. ადგილზე დააკავეს დანაშაულში მხილებული უზბეკი ქალი, საირახონ მირბობოევა...
როგორც ირკვევა, გოგონა საქართველოში დედამ დატოვა, თვითონ კი თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ახლა სამართალდამცავები ბავშვის დედის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.
მცირეწლოვანი ბავშვების მიტოვებაზე სპეციალისტები საუბრობენ. სამწუხაროდ, აჭარაში ხშირია შემთხვევა, როცა უცხოელი დედები შვილებს ძიძებთან ტოვებენ, თვითონ კი სამუშაოდ თურქეთში მიდიან. უმრავლესობა სექსმუშაკად მიდის, მერე შვილების არსებობა ავიწყდებათ და ძიძებს მოვლის თანხებსაც კი აღარ უხდიან. სხვისი შვილით ხელში დარჩენილი ძიძები ხშირად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავენ დახმარებისთვის...
გარდაცვლილი პატარის არსებობა აჭარის სოციალური სამსახურისთვის უცნობი იყო. მათი თქმით, არის შემთხვევები, როცა ბავშვს ერთი წელზე მეტხანს ძიძა უვლის და დედა არ ჩანს.
"ვფიქრობ, კანონი უნდა გამკაცრდეს, როცა საზღვარს კვეთენ, უნდა გადამოწმდეს, ტოვებს თუ არა ის შვილს. უნდა გაირკვეს, ვისთან რჩება პატარა, აქვს თუ არა დაბადების მოწმობა. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია..." - ამბობს ნინო ცეცხლაძე
ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" ახალ ნომერში წაიკითხავთ...
თეა ხურცილავა