"ცელქი, თავისუფალი, გახსნილი, გიჟი ბავშვი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ "
ლიკუნა თუთისანმა "X ფაქტორის" ორშაბათის ტურზე გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად იმღერა. მისი მოლოდინი, რომ კარგი დუეტი გამოვიდოდა, გამართლდა. "ჩამოყალიბებული არტისტი", "გონიერი მომღერალი", "შენ შეძელი და ამატირე. მე თუ ვტირი, ე.ი. ძალიან მომწონს", "როდესაც ვუსმენ, სიცოცხლე მიხარია, დაბადებულია სიმღერისთვის", "გარდა ფენომენალური ვოკალისა, აქვს საოცარი არტისტული მონაცემები", -ასეთი იყო სხვადასხვა დროს ჟიურის წევრების შეფასება... ლიკუნა 15 წლისაა, უყვარს ჯაზი, ბლუზი, პოპი, უსმენს სტივ უანდერს, რეი ჩარლზს, არიანა გრანდეს, ანეტა ფრანკლინს...
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"ცელქი, თავისუფალი, გახსნილი, გიჟი ბავშვი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ (იცინის). მიყვარს ფრენბურთი, კალათბურთი, ფიგურული სრიალი. მოკლედ, სპორტულად აქტიური ვარ. დავდიოდი თეატრალურ სტუდიაშიც. ბუნებით მეოცნებე და რომანტიკული ვარ. ყველგან სიყვარულსა და სითბოს ვეძებ, ვწერ დღიურს, გულჩვილი ვარ და მალე მწყინს რაღაცები, გაბუტვაც ვიცი..." განაგრძეთ კითხვა