ზაფხულის სეზონი სამწუხაროდ, გაუსაძლისი სიცხის გარეშე ვერ ჩაივლის. ყველა ოჯახი, მათ შორის ბავშვიანებიც, ვერ ახერხებენ კურორტებზე გასვლას და გრილად მოკალათებას. ამიტომ მათ განსაკუთრებით სჭირდებათ სიფრთხილის გამოჩენა, მითუმეტეს ჩვილი ბავშვის პატრონებს.
ბავშვებს სხეულის თბორეგულაცია ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა აქვთ, ამიტომ დიდებზე მეტად სცხელათ. სიცხე კი მათთვის უფრო საშიშია, ვიდრე ზრდასრულებისთვის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლებიც სიცხისგან გამოწვეული საშიშროებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს გაუწყლოება, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
ამიტომ რომელიმე ამ სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.
• სისუსტე
• ძლიერი დაღლილობა
• თავის ტკივილი
• ცხელება
• ინტენსიური წყურვილი
• შარდის შეკავება
• გულის რევა, ღებინება
• ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა
• დაბუჟება
• კუნთების ტკივილი
• კუნთების სპაზმი
• ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)
თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ასთმა, გულსისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.
როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე
• თუ კონდიცირებისათვის იყენებთ მხოლოდ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ მხოლოდ ერთი ოთახი
• მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას
• დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან დამატებითი ფარდების მეშვეობით
• თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღიად, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება
• დაისვენეთ მაღალი ტემპერატურისგან - გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს კონდიცირებადი ადგილები - თუნდაც სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები
• აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.
• არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.
• გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით.მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.