ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი და-ძმა ლალი და თემურ მახარაძეები არიან. ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი თბილისიდან ოზურგეთის რაიონში მიდიოდნენ.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.