თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. 7 წლის გოგონა ეზოში საქანელაზე იჯდა, როდესაც მას დედამ სხეულზე სისხლი შეამჩნია. რა დროს ან ვინ გაისროლა გოგონას მიმართულებით, უცნობია.
როგორც "ინტერპრესნუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ბავშვმა საქანელაზე ქანაობისას მიიღო დაზიანება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვს ზედაპირული დაზიანება აქვს.