"განსაკუთრებულად საშიშია ბავშვებისთვის, რადგან იგი ჰაერზე მძიმეა, არ მიიწევს ზევით..." ბოლო დროს ასეთ კადრებს ძალიან ხშირად ნახავთ ქუჩაში, იქნება ეს სამარშრუტო ტაქსი თუ ჩვეულებრივი მანქანა. ყველაზე მეტად ამით ჩვენი შვილები ზარალდებიან! ისინი კარგავენ ყველაზე ძვირფასს - ჯანმრთელობას! ქალაქში უკვე შეუძლებელი გახდა ბავშვის გასეირნება, გარეთ გასვლა და სუნთქვა! სწორედ ეს გამონაბოლქვი იწვევს იმ გახშირებულ დაავადებებს, რომლებმაც ბევრი ანგელოზის სიცოცხლე შეიწირა... დრო გადის და ჩვენ ყოველდღიურად ვიწამლებით და თუ მალევე არ შეჩერდა ეს ყველაფერი, ვერავინ დაგვიბრუნებს დაკარგულ ჯანმრთელობას!!!
ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი "მოწამლული რეალობის" ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს გამონაბოლქვია.
"აი, ეს შავი კვმალი, რომელსაც ვიდეოში ხედავთ, არის დიზელის ძრავის გამონაბოლქვი, რომელიც განსაკუთრებულად საშიშია ბავშვებისთვის, რადგან იგი ჰაერზე მძიმეა, არ მიიწევს ზევით და რჩება ზუსტად იმ სიმაღლეზე, რომელიც საშუალოდ 0-10 წლამდე ბავშვის სიმაღლის ტოლია. არც ჰაერის ზედა ფენებშია უკეთესი მგომარეობა, თუმცა მშობლებო, იცოდეთ, რომ როდესაც ბავშვს ასეირნებთ, ის 2-ჯერ უფრო მეტ მომწამლავ ჰაერს სუნთქავს, ვიდრე თქვენ.
აქვე პატარა ინფორმაცია თუ რას შეიცავს დიზელის გამონაბოლქვი, ანუ ის რასაც ყოველ დღე ჩვენ და ჩვენი შვილები ვსუნქავთ. როდესაც დიზელი ხვდება ძრავში, მისი აალებით გამოიყოფა აზოტის ოქსიდი, რომელიც შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას - აზოტის დიოქსიდსა და ათეულობით ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ქიმიურ სუბსტანციას.
სწორედ აზოტის ოქსიდი გახლავთ ის ნივთიერება რომელიც აყალიბებს სიმსივნურ უჯრედებს და საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ აბინძურებს მიწას, მცენარეებს და მის გარშემო ყოველგვარ ცოცხალ ორგანიზმს", - ეს ტექსტი ახლავს ვიდეოს სოციალურ ქსელში.
სალომე გორგოშიძე