მომღერალს პირველ მეუღლესთან ვაჟი ჰყავს მომღერალმა სოფო ბედიამ სულ რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეორე შვილს ელოდება. როგორც მისი პოსტიდან ხდება ცნობილი, სოფო და მიშა მესხი ვაჟის მშობლები გახდებიან.
"ნიკუშას ძმა ეყოლება", - ასეთი ტექსტით ამცნო სოფომ მეგობრებს ეს ამბავი.
სოფო მიშასთან მეორე ქორწინებაშია, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს პირველ მეუღლესთან ვაჟი - ნიკოლოზი ჰყავს, წყვილი ხშირად აღნიშნავდა, რომ საერთო შვილის ყოლის სურვილიც ჰქონდათ. როგორც ჩანს, სურვილი სისრულეში მოიყვანეს და მალე მათ ოჯახს კიდევ ერთი ბიჭუნა შეემატება.
თეკლა ჟვანია