#მიეფიცხეწიგნებს და იკითხე „ერთი მოთხრობა“ - ჯიბის წიგნები
#მიეფიცხეწიგნებს და იკითხე „ერთი მოთხრობა“ - ჯიბის წიგნები
ფსი­ქო­ლო­გე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ თუ, რა თქმა უნდა, გვსურს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ყო­ფი­ე­რად ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი და სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნე­ბი გავ­ხდეთ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნდა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­დეს. რო­გორ გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ დრო სწო­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად გარ­თო­ბი­სა და უსაქ­მუ­რად ყოფ­ნის ცდუ­ნე­ბა წაგ­ვძლევს ხოლ­მე და რო­გორ შე­ვუ­თავ­სოთ დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თებს ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა - კი­თხვა?

ამ მხრივ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა ლ“-ი გან­სა­კუთ­რე­ბულ კომ­ფორ­ტს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მკი­თხველს გთა­ვა­ზობთ. ალ­ბათ, ბევ­რი თქვენ­გა­ნი ფიქ­რობს, რომ წიგ­ნის ტა­რე­ბა მგზავ­რო­ბი­სას ან და­სას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის და
ამ თვალ­საზ­რი­სით, ბევ­რად კომ­პაქ­ტუ­რი სმარ­ტფო­ნია - დიახ, მარ­თა­ლია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ჯი­ბით ტა­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვია ვიდ­რე წიგ­ნის, მაგ­რამ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ და მისი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი „ერთი მო­თხრო­ბა“ ამ დაბ­რკო­ლე­ბის მარ­ტი­ვად გა­და­ლახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ. „ერთი მო­თხრო­ბის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი მცი­რე ზო­მი­საა და ზუს­ტად ისე­ვე მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ მისი გან­თავ­სე­ბა ჯი­ბე­ში რო­გორც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის, ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკი­თხველს მისი შე­ძე­ნა მხო­ლოდ 2 ლა­რად შე­უძ­ლია.

პრო­ექტ „ერთი მო­თხრო­ბა“-ს გა­მო­ცე­მა „პა­ლიტ­რა ლ“-მა 2017 წელს და­ი­წყო და ამ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე 45 მცი­რე ზო­მის წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და. უმე­ტე­სად ასეა: ერთი წიგ­ნის „უპი­რა­ტე­სო­ბით" მხო­ლოდ სქელ­ტა­ნი­ა­ნი რო­მა­ნი ან ნა­წარ­მო­ებ­თა კრე­ბუ­ლი სარ­გებ­ლობს. არა­და,
მო­თხრო­ბაც რო­მა­ნია, გრძე­ლი სი­ტყვის მოკ­ლედ თქმის ხე­ლოვ­ნე­ბით. ამი­ტომ „პა­ლიტ­რა L“-მა გა­დავ­წყვი­ტა, სწო­რედ ერთი მო­თხრო­ბა ექ­ცია ერთ წიგ­ნად. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს შო­რის შეხ­ვდე­ბით რო­გორც მსოფ­ლიო კლა­სი­კოს­თა, ასე­ვე ქარ­თველ მწე­რალ­თა შე­დევ­რებს. გარ­და ამი­სა, „ერთი მო­თხრო­ბა“ უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა და მკი­თხველს ახა­ლი მწერ­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევს.პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს შო­რი­საა რო­გორც მსოფ­ლიო კლა­სი­კოს­თა, ასე­ვე ქარ­თველ მწე­რალ­თა შე­დევ­რე­ბიც. გარ­და ამი­სა, „ერთი მო­თხრო­ბა“ უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა და მკი­თხველს ახა­ლი მწერ­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევს.

რუ­სუ­დან შე­ლია
116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?