რომელ ქართულ კურორტებზე მიჰყავთ ბავშვები დასასვენებლად ცნობილ დედიკოებს?
რომელ ქართულ კურორტებზე მიჰყავთ ბავშვები დასასვენებლად ცნობილ დედიკოებს?
სი­ნოპ­ტო­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზი წელს გა­მარ­თლდა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვაქვს. ზა­ფხუ­ლის შვე­უ­ლე­ბას ზოგი მთა­ში ატა­რებს, ზოგი ზღვას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, სად აპი­რე­ბენ შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე (მომ­ღე­რა­ლი):
- წელს ჩემს შვილს წა­ვიყ­ვან ბა­კუ­რი­ან­ში და შემ­დეგ უკვე ბა­თუ­მის­კენ ავი­ღებ გეზს. სა­დაც კონ­ცერ­ტე­ბიც მაქვს და­გეგ­მი­ლი. ერთი კვი­რით მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბარ­სე­ლო­ნა­ში ვა­პი­რებ წას­ვლას. ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­ბა­დე­ბის დღის­თვის სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა და ბი­ონ­სეს კონ­ცერ­ტზე წა­ვალ.


ნინო ჩხე­ი­ძე (მომ­ღე­რა­ლი):
- ბენ­დი გა­ვა­კე­თე და ძი­რი­თა­დად სულ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქვს. დღეს გა­მო­ვა ჩემი ახა­ლი სიმ­ღე­რა „გე­ლი­ნო“. რა­ტომ­ღაც
ჩვენს ცხოვ­რე­ბას სულ პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი დაყ­ვე­ბა, როცა ეს სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, იმი­ტომ ვერ შედ­გა მისი პრე­მი­ე­რა აქ­ცი­ე­ბი იყო. ამი­ტომ ამ სიმ­ღე­რას და­ვა­დე ყვე­ლა დრო­ის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჩი­ტა­ტი­ვე­ბი და ცოტა სხვა­ნა­ი­რად გა­ვა­კე­თე. რო­მელ­საც დღეს მო­ის­მენს მსმე­ნე­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად დას­ვე­ნე­ბაც მაქვს და­გეგ­მი­ლი, 15 ივ­ლისს მივ­დი­ვარ ბორ­ჯომ­ში ჩემს შვილ­თან და დე­და­ჩემ­თან ერ­თად. აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ვა­პი­რებ გი­ორ­გის­თან ერ­თად წა­ვი­დე ევ­რო­პა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად.


ანა გი­უნ­ტე­რი (ტე­ლე­წამ­ყვა­ნი):
- წელს ბავ­შვებ­თან ერ­თად და­ვის­ვე­ნებ სი­ონ­ში. ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­აა მშობ­ლი­ურ სი­ონ­ში დას­ვე­ნე­ბა. სი­ონ­ში კო­ტე­ჯის ტი­პის სახ­ლი გვაქვს, რო­მე­ლიც უფრო ღა­მის გა­სა­თე­ნე­ბელს გავს. სა­ვე­ლე პი­რო­ბე­ბი და კარ­გი ხალ­ხია გარ­შე­მო. სი­ო­ნის შემ­დეგ ზღვა­ზე წას­ვლას ვა­პი­რებთ, მაგ­რამ ეს ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. განაგრძეთ კითხვა
3282
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
.
0
იმ დასაქცევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა ეგრედ წოდებული პუწიოვკა არავინ იყო რომ არ დაესვენა სადმე სანატორიუმები, პიონერთა ბანაკები ეხლა ცნობილი უნდა იყო რომ სადმე შენს ქვეყანაში დაისვენო
18:30 / 15-08-2018
ბუბა
0
მიდით, დაუყენეთ თვალები გაჭირვებულებს, თბილისში რომ ბუგავენ ბავშვებს. ცოტა ტაქტი იქონიეთ, რა (ვინც ამას აქვეყნებს, იმას ეხება, თორემ ვისაც საშუალება აქვს, დაისვენებს, აბა რას იზამს? )
17:02 / 02-07-2018
მსგავსი სიახლეები