" სიონის შემდეგ ზღვაზე წასვლას ვაპირებთ..." სინოპტოკოსების პროგნოზი წელს გამართლდა და განსაკუთრებულად ცხელი ზაფხული გვაქვს. ზაფხულის შვეულებას ზოგი მთაში ატარებს, ზოგი ზღვას ანიჭებს უპირატესობას. AMBEBI.GE დაინტერესდა, სად აპირებენ შვებულების გატარებას ცნობილი ადამიანები.
სალომე ბაკურაძე (მომღერალი):
- წელს ჩემს შვილს წავიყვან ბაკურიანში და შემდეგ უკვე ბათუმისკენ ავიღებ გეზს. სადაც კონცერტებიც მაქვს დაგეგმილი. ერთი კვირით მეგობრებთან ერთად ბარსელონაში ვაპირებ წასვლას. ჩემმა მეუღლემ დაბადების დღისთვის სიურპრიზი გამიკეთა და ბიონსეს კონცერტზე წავალ.
ნინო ჩხეიძე (მომღერალი):
- ბენდი გავაკეთე და ძირითადად სულ რეპეტიციები მაქვს. დღეს გამოვა ჩემი ახალი სიმღერა „გელინო“. რატომღაც ჩვენს ცხოვრებას სულ პოლიტიკური ელფერი დაყვება, როცა ეს სიმღერა ჩავწერე, იმიტომ ვერ შედგა მისი პრემიერა აქციები იყო. ამიტომ ამ სიმღერას დავადე ყველა დროის პოლიტიკური რეჩიტატივები და ცოტა სხვანაირად გავაკეთე. რომელსაც დღეს მოისმენს მსმენელი. ამის მიუხედავად დასვენებაც მაქვს დაგეგმილი, 15 ივლისს მივდივარ ბორჯომში ჩემს შვილთან და დედაჩემთან ერთად. აგვისტოს დასაწყისში ვაპირებ გიორგისთან ერთად წავიდე ევროპაში დასასვენებლად.
ანა გიუნტერი (ტელეწამყვანი):
- წელს ბავშვებთან ერთად დავისვენებ სიონში. ჩვენი ტრადიციაა მშობლიურ სიონში დასვენება. სიონში კოტეჯის ტიპის სახლი გვაქვს, რომელიც უფრო ღამის გასათენებელს გავს. საველე პირობები და კარგი ხალხია გარშემო. სიონის შემდეგ ზღვაზე წასვლას ვაპირებთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. განაგრძეთ კითხვა