ვინ არის მამაკაცი, რომელმაც კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა
თბილისში, დიდ დიღომში კოპრუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლონ. ფოტოები ამავე უბანში მცხოვრებმა Facebook-ზე გაავრცელა.

ეზოში ბავშვებისთვის აუზის დადგმამ, მართალაც გაამხიარულა და გააბედნიერა დიდი და პატარა:

"ჩემი შეზლონგით მოვალ"

"მადლობელია ოჯახი"

"დეპუტატივით არ დავიწყებ ეხლა და სიკეთეში მოახმაროს ჩვენ შვილებს ღმერთმა"

"ძალიან მაგარია! ყოჩაღ!"

"ჩემი მეზობლების ნაწილი საკუთარ ნაგავს სადარბაზოში დებს, ღმერთოო, რა კარგი მეზობელი გყოლიათ!"

"ვაიმე, რა ბიჭი ხარ, დიტო! ყოჩაღ შენ! სიკეთეს არ დაგივიწყებენ ჩვენი
ბავშვები"

"სხვა კორპუსებიდან თუ იღებთ მეზობლებს? ყოჩაღ, ვინც გააკეთა ასიათასმაგად დაგიბრუნოთ სიკეთე ღმერთმა "

"საოცარი მეზობელი ვარ მეც და ჩემს მეზობლად არ გადმოვა ეს კეთილშობილი ადამიანი?"

როგორც mshoblebi.ge - სთან საუბარში ბატონი დიმიტრი ტატიშვილი აღნიშნავს, მას ბავშვები ძალიან უყვარს და მიზიანი მხოლოდ მათი გახარება იყო.

"4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები ცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო".
mshoblebi


რუსკა კილასონია


83922
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (34)
ზასტაველი
0
უფალი შეგეწიოს!
10:32 / 14-07-2018
sara
0
ვენაცვალე შენს გამზრდელს, აი ვინ უნდა იყოს მთავრობაში. დაილოცოს შენი ოჯახი, უფალმა მეტი შეგაძლებინოს.
12:43 / 06-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?