"ქალაქელი ქმარი იშოვე-თქო გითხარი, ფეხები უპრაგონოდ გაშალეო ეგ არ დამიბარებია..."
დედაქალაქში სასწავლებლად თუ სამუშაოდ ჩამოსული სტუდენტები არვის უკვირს. მათი უმრავლესობა ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინებში ცხოვრობს. ვისაც რისი საშუალება აქვს იმის მიხედვით არჩევს საცხოვრებელს და ბევრია შემთხვევა, როცა ახალგაზრდებს დიასახლისთან ერთად უწევთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. სწორედ ასეთმა დიასახლისმა ქალბატონმა ნანიმ გადაწყვიტა ანონიმურობის დაცვით მოეყოლა ჩვენთვის ამბავი, რომელიც მის მდგმურს უკავშირდება.
"კერძო სახლში ვცხოვრობ, მარტოხელა ქალი ვარ და სულ კეთილგანწყობილი ვარ დედაქალაქში ჩამოსულების მიმართ. გარდა პენსიისა, უკვე რამდენი წელია ჩემი შემოსავლის წყრო მდგმურები არიან. ბავშვიან ოჯახზე უარს ვამბობ, რადგან მოხუცი ვარ და არ მინდა ზედმეტად ავფორიაქდე, ძალიან მიყვარს ბავშვები, მაგრამ წნევიანი ქალის პირობაზე ასე მირჩევნია. ძირითადად სტუდენტები მყავს, რეგიონებიდან ჩამოსულები. აქამდე უკამყოფილო არ ვყოფილვარ, თუმცა წელს ერთმა სტუდენტმა გოგომ და მისმა ოჯახმა თავ-ბედი მაწყევლინა. ისეთი შეშინებული და ანერვიულებული ვარ, სექტემბრიდან სახლში თუ ვიმეს მივიყვან მდგუმრის გენეტიკა უნდა გამოვიკვლიო...მოკლედ გადავწყვიტე მოგიყვეთ ჩემი ამბავი და მირჩიეთ რამე, როგორ არ ამოვყო ასეთ ხათაბალაში თავი მეორედ.
ჩემი მდგმური გოგონა შარშან სექტემბერში მოვიდა ჩემთან სახლში. დედა და ძმა მოჰყვა. ნახეს პირობები და შევთანხმდით, რომ ჩემთან ეცხოვრა. სახლში ყველაფერი იზოლირებული მაქვს და მისი ოთახის კარიც კი არასდროს შემიღია. ის პირველ სართულზე ცხოვრობდა. მე მეორეზე. არც მიკადრებია ჩემი თავისთვის, რომ უნდა მეყარაულა. წყნარი, მშვიდი გოგო ჩანდა. მიდოდა და მოდიოდა უნივერსიტეტში. ერთ დღეს მეზობელი მეუბნება, ნაზი შენი გაქირავებული ოთახიდან ბიჭი გამოვიდაო და მდგმურის ძმა ხომ არ ჩამოგსვლიაო. ვუპასუხე არა-თქო. არაფერი ვიცოდი და არც გამოვეკიდე ამ ამბავს. ჩვეულებრივ ჭორების მოყვარულებს ჩემი აზრით არ ავყევი... ფაქტობრივად მთელი დღე სახლში არ ვიყავი... ქვრივი მამიდა მყავს ავადმყოფი და მასთან დავდიოდი დღისით. საღამო ხანს ვბრუნდებოდი სახლში. ჩუმად, წყნარად ვცხოვრობდით. ასე გავიდა 5 თვე. კი მიკვირდა, ოჯახის წევრები რომ არავინ აკითხავდნენ, მაგრამ არც ეს ამბავი მომიკითხია, ალბათ ტელეფონით ურეკავენ ერთმანეთს-თქო.
ერთ დილასაც ვიღაც ქალი მომვარდა კივილით, სად არის, დამანახეთ უნდა გავჩეჩოო... ამ ხნის ქალი ვარ და სახლში არავინ მომვარდნია. ვერ მივხდი, რა ხდებოდა. ესა და ეს აქ ცხოვრობსო, კი- თქო ვუთხარი, ჩემი მდგმურია-თქო. ხოდა, რომ ამბობს ორსულად ვარო, უნდა გავიგო ატყუებს თუ არ აჩემს ბიჭსო. აქ თმა ყალყზე ამივიდა. გაბრუებული ვუსმენდი ამ უცნობ ქალბატონს, რომელიც მანამ არ წავიდა, სანამ ჩემი მდგმური არ მოვიდა სახლში. მუცელი დიდად არ ეტყობოდა, მაგრამ მოსუქებულა... არ ვიცოდი, რა მექნა და როგორ დამეხსნა ამ ქალისგან ეს გოგო და მოვიფიქრე, რომ ამ გოგოს მშობლებისთვის დამერეკა და თვითონ გაერკვიათ თავიანთი ამბავი... ეს, რომ მშობლებმა გაიგეს, მე ამკიდეს შარი, სად იყავი, ვერ გვითხარი თუ წესიერად არ იქცეოდაო.. ამ მიდგომამ ხომ სულ გადამიყვანა ჭკუიდან, თუ თვითონ ვერ ზრდიან შვილს, მე რა შუაში ვარ... დარაჯად ნამდვილად ვერ დავუდგები ვერავის... აღარ ვიცი, რა მოილაპარაკეს. თავი მქონდა გასიებული ნერვიულობისგან... რაც მე შოუების მომსწრე გავხდი, არ მეგონა თუ გადავრჩებოდი... სახლს რომ ცლიდნენ, გავიგონე, დედა ეუბნებოდა, ქალაქელი ქმარი იშოვე-თქო, გითხარი, ფეხები უპრაგონოდ გაშალეო, ეგ კი არ დამიბარებიაო... არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ამ ბავშვებს სასწავლებალდ უშვებთ, თუ ქალაქელი ქმრების საშოვნელად..