ბავშვის ზაფხულში დასვენებასთან დაკავშირებით თავს იჩენს უამრავი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვის ზაფხულში დასვენებასთან დაკავშირებით თავს იჩენს უამრავი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშობელმა - მზე, მზის დამწვრობა, სიცხე, ოფლიანობა. მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ჩვენი შვილის უსაფრთხო და კომფორტული დასვენება, რაც ასე ძლიერ განაპირობებს მის შემდგომ განვითარებას, ჯანმრთელობას, აქტიურობას სკოლასა თუ ბაღში.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევარჩიოთ ბავშვის ზაფხულის ტანსაცმელები და აქსესუარები, რათა თავიდან ავაცილოთ მათ მზისგან შესაძლო მიყენებული ზიანი.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ბავშვისათვის საზაფხულო სამოსის და აქსესუარების შერჩევისას:
მნიშვნელოვანია ტანსაცმელი იყოს ბუნებრივი მატერიის, რათა თავიდან ავიცილოთ გაოფლიანება და გამონაყარი კანზე; ზაფხულში სასურველია ღია ფერის სამოსის შეძენა, რომელიც აირეკლავს მზის სხივებს და ბავშვებს თავიდან აარიდებს ზედმეტ დასხივებას; ბავშვის საზაფხულო ტანსაცმელი არ უნდა იყოს ტანზე ზედმეტად მომდგარი, რათა კანს მივცეთ სუნთქვის საშუალება; აუცილებელია სახაფხულო ქუდი, რომელიც ბავშვს მზის სხივებისგან დაიცავს; მნიშვნელოვანი ატრიბუტია მზის სათვალე, რომელსაც უნდა ჰქონდეს მზისგან დამცავი ლინზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება თვალის გაღიზიანების რისკი, რაც, სამომავლოდ, სერიოზული პრობლემის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს; განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევარჩიოთ საზაფხულო ფეხსაცმელი, რათა თქვენმა პატარამ თავი კომფორტულად იგრძნოს საფხულის სიცხეში, სხვადასხვა გასართობ აქტივობებში ჩართულობისას თუ უბრალოდ სეირნობის დროს. "ოკაიდი ობაიბის" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი საზაფხულო კოლექცია - უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, საცურაო კოსტუმები, უზრუნველყოფს თქვენი შვილების კომფორტულ და უსაფრთხო დასვენებას ზაფხულში.