მოდელი და წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე დღის წინ დედა გახდა მოდელი და წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე დღის წინ დედა გახდა, მას ვაჟი ოლივერ (ნიკოლასი) შეეძინა, რომელიც ამერიკაში დაიბადა.
როგორ ჩაიარა მშობიარობამ და ვინ ეხმარება ახალგაზრდა ნუკის და ბენს პირველი შვილის აღზრდაში, ამის შესახებ "რეიტინგს" ნუკი კოშკელიშვილმა ამერიკიდან უამბო,
- ნუკი, პირველ რიგში გილოცავთ პირველი შვილის შეძენას, მოგვიყევით როგორ ჩაიარა მშობიარობამ და როგორ გრძნობს თავს პატარა?
- ძალიან დიდი მადლობა, მეც და პატარაც კარგად ვართ. როგორც იქნა გამოძვრა:) ძალიან დიდი ხანი გამეწელა ეს ორსულობა. თითქმის 10 თვე ვიყავი ორსულად, თავი სპილო მეგონა და არც შევცდი, პატარა სპლიყვი გამიჩნდა. ოლივერი დაიბადა 4 კილო და 53 სანტიმეტრი, ახლა რომ ვუყურებ ვერ ვიჯერებ რომ ეს ჩემს მუცელში ცხოვრობდა.