"ისე ვინერვიულე, კინაღამ გული წამივიდა. მაგის მერე ორმაგად მომატებული მაქვს პასუხისმგებლობა" უკვე 4 სეზონია, „იქს ფაქტორის“ უცვლელი წამყვანი მსახიობი რუსკა მაყაშვილია. მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, ამბობს, რომ ყველა ლაივის წინ ნევრიულობისგან ფეხები ეკეცება. მსახიობი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თუმცა მაინც ახერხებს, რომ ყოველ ჯერზე განსხვავებული იყოს. წლევანდელ „იქს ფაქტორზეც“ მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული იმიჯით წარდგა.
- „იქს ფაქტორის“ ამ სეზონმა ნამდვილად ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ასეთი, ერთი მეორეზე უკეთესი კონკურსანტები, პირდაპირ ვიტყვი, ამ კონკურსს არასდროს ჰყოლია. ჩემთვის წლევანდელი სეზონი საუკეთესოზე საუკეთესოა. საინტერესო ფინალი გველის წინ, ყველა ღირსია, გახდეს გამარჯვებული.
- პასუხისმგებლობა ორივეს სჭირდება, მაგრამ როცა ჟიურის წევრი ხარ, სხვანაირად მუშაობ, ცოტა უფრო მშვიდად ხარ. კი, რთულია კონკურსანტის შეფასება, არაფერი არ უნდა შეგეშალოს, მოზომილად უნდა უთხრა სათქმელი და ა.შ., მაგრამ, როცა მიგყავს შოუ, ხარ პირდაპირ ეთერში, სულ დაძაბული და მობილიზებული უნდა იყო. მეოთხე წელია „იქს ფაქტორი“ მიმყავს, იქამდე წამიყვანია „ერთი ერთში“, „ახალი ხმა“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, გამოცდილება დიდი მაქვს, მაგრამ მართლა გეუბნები, ყოველ ორშაბათს ძალიან ვნერვიულობ. როცა წამყვანი ხარ, ერთი წამითაც არ გაქვს მოდუნების უფლება, რადგან პირდაპირ ეთერში ხარ და ვერსად გაიქცევი. იქ სპონსორების აუცილებლად სათქმელი ტექსტი გაქვს, რომელიც ზუსტად ისე უნდა თქვა, როგორც დამკვეთს უნდა, არ გაქვს უფლება შეგეშალოს, ან სიტყვა შეცვალო, „ძალიან მაგარის“ ნაცვლად, რომ უბრალოდ „ძალიან კარგი“ თქვა, უკვე შეცდომაა და ჯარიმაცაა ამაზე. სულ დაძაბულს გიწევს ყოფნა, არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, კონკურსანტს სითბო არ უნდა მოაკლო, მაყურებელი მუდმივად უნდა გყავდეს „ჩართული“, უნდა იყო ენერგიული, ხალისიანი. მოკლედ, რთულია წამყვანობა, ყოველ ორშაბათს ეთერში ვარ, მაგრამ მაინც სცენაზე სანამ გავალ, ფეხები მეკეცება, პრინციპში ასე ვარ სპექტაკლებზეც.
- კი, წელს არა, მაგრამ გასულ წლებში, „იქს ფაქტორი“ მიმყავდა მაშინაც, უკვე ვასრულებდით და უცებ მივხვდი, რომ საერთოდ არაფერი არ მახსოვს, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, რომ დაამთავრებს მენტორი სიტყვას, როგორ უნდა გავაგრძელო, არ ვიცი. „ყური“ ხომ მიკეთია სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, რომ თუ გავჭედავ, შეგახსენოს, მაგრამ იმ მომენტში ეს ყურიც გაითიშა... უკვე სახეზე გათეთრებული ვარ, ვანიკო რომ მორჩება ლაპარაკს, ლოგიკურადაც ვერ ვხვდები, როგორ უნდა გავაგრძელო... დაასრულა სიტყვა თანაწამყვანმა და... მქონდა ძალიან მოცუცქნული პაუზა, რომელსაც მაყურებელი ვერ მიხვდა, მხოლოდ მე და საეთერომ გავიგეთ, რომ „გავჭედე“, უცებ განათდა და გავაგრძელე საუბარი. რეალურად მართლა პატარა პაუზა მქონდა, მაგრამ ტელევიზიისთვის ესეც ბევრია. ისე ვინერვიულე, კინაღამ გული წამივიდა. მაგის მერე ორმაგად მომატებული მაქვს პასუხისმგებლობა, რომ ტვინი არ გამეთიშოს, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცები, მე კი არა, ყველას ემართება. ამიტომ არ უნდა მოდუნდე, ორ საათ-ნახევარი სულ ჩართული უნდა იყო, რომ არ გაითიშო... ისეთი დაძაბული ვარ, ყოველი ეთერის მერე თავი მტკივა ხოლმე.
- კი. თან, შიგნით ბოლომდე რა ხდება, არ იცის მაყურებელმა... კონკურსანტებს ვიცნობთ კასტინგების დროს, შემდეგ უკვე ხშირი შეხება გვაქვს ერთმანეთთან, გადაღებები, რეპეტიციები და ვუახლოვდებით. წელს განსაკუთრებულად კარგები არიან არა მარტო მუსიკალური მონაცემებით, არამედ ურთერთობების მხრივაც. როცა უმეგობრდები, მერე სხვანაირი დამოკიდებულება გიჩნდება და გულით განვიცდი, როცა ტოვებენ პროექტს. როდესაც მოვუწოდებთ მაყურებელს, რომ დაურეკონ ან დაუმესიჯონ, ამას მთელი გულით ვაკეთებთ და არა იმიტომ, რომ ეს ტექსტი გვაქვს სათქმელი. თან როცა ხარ „ჰოსტი“ მიგყავს ასეთი ტიპის შოუ, მასპინძლის როლში ხარ, ისე გამოდის რომ შენს „ტერიტორიაზე“ ხარ, სტუმრად იღებ მაყურებელს, ჟიურის, მონაწილეებს და მასპინძლობა უნდა გაუწიო, ამიტომაც უნდა „გააკონტროლო“ სიტუაცია და შესაბამისად მოიქცე.
ყველაზე მოდური დედიკოები "იქს-ფაქტორიდან"
- ძალიან მომწონს, როცა შარვალი და პიჯაკი მაცვია, უფრო კომფორტულად ვარ, ამიტომაც წელს გადავწყვიტე, უფრო მარტივად მივდგომოდი საქმეს. „იქს ფქტორის“ კოსტუმების მხატვარს და დიზაინერს, გიორგი ნადირაძეს ვუთხარი, რომ იქნებ მეც ისე ჩამაცვათ, როგროც ვანიკოსთქო, თურმე მასაც იგივე იდეა ჰქონია და შედეგიც სახეზეა. წელს ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ლუქებით, ძალიამ კომფორტულად ვგრძნობ თავს და დიდი მადლობა გიორგის ამისთვის. ფინალი რა თქმა უნდა, გრანდიოზული იქნება და კაბით ვიქნები.
- ორსულობისას ძალიან ცოტა, 9 კილო მოვიმატე, პირველი ოთხი თვე საერთოდ არ მქონდა მატება, მერე უკვე, როცა ბავშვმა დაიწყო ზრდა მუცელში, მემატებოდა ცოტ-ცოტა და ჯამში 9 კილო მოვიმატე. ბოლოს ძალიან დიდი მუცელი მქონდა, მაგრამ როგორც კი ვიმშობიარე, ძირითადი წონა იქვე დავტოვე. ზოგს მუცელი საერთოდ არ რჩება, მაგალითად ჩემმა დამ რომ გააჩინა, მეორე დღეს მუცელი უკვე აღარ ჰქონდა, მე ასე არ ვიყავი, სამი თვე დამჭირდა, რომ ფორმა დამებრუნებინა, არ მივარჯიშია, თავისით ჩადგა ყველაფერი ფორმაში. ილია ბუნებრივ კვებაზე მყავდა და სულ შიოდა, ბევრს ჭამდა, მეც სულ მშიოდა და ვჭამდი... თუმცა, მაინც სამი თვე დამჭირდა, რომ ფორმები დამებრუნებინა, ახლა კიდევ გავხდი.
- წინა კვირას 5 დღე „გავძვერი“ კვარიათში, მაგრამ კვირას ჩამოვედი „იქს ფაქტორსითვის“. ამ შაბათს დედაჩემს მიჰყავს დასავენებლად, მე ლაივების გარდა, ჩემი საქმეებიც მაქვს და ამ სიცხეში ჩემთან ერთად აქ ნამდვილად ვერ ვამყოფებ. ბებო რომ ჩამოიყვანს, მერე მოვივლით კიდევ ადგილებს, ვგეგმავ ისევ ზღვას, მთაშიც მინდა დავასვენო, საშინელი სიცხეებია და აქ გაჩერება უკვე აღარ შეიძლება.
ციცი ომანიძე