მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი იუბილარია. დაბადების დღე მან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. შორენა 36 წლის გახდა. რა თქმა უნდა, იუბილარს გვერდით ჰყავდა ქალიშვილი ევა, დედა და და, ლელა ბეგაშვილი.
„ულამაზესი გენი გაქვთ“, „შეუდარებელი ქალბატონები“, „გამრავლოთ ღმრთმა“ - მსგავსი კომენტარებით ულოცავენ შორენას და მის ოჯახს დაბადების დღეს. იუბილარი და მისი ქალიშვილი ევა თეთრ კაბებში პოზირებდნენ. დედასთან ერთად ევაც შეუდარებლად გამოიყურება.