"გიყვებით ჩემი მეგობრის ისტორიას, რომელიც 23 წლის არის და თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის... ეხლა ვეცდები უფრო დეტალურად მოგიყვეთ ყველაფერი, რადგან ჯერ კიდევ არ შეგროვდა თანხა გიოს დასახმარებლად. გიოს ერთი წლის წინ საქართველოში ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ . ამის შემდეგ გიორგი მკურნოლობის კურსს გადიოდა თურქეთში და იქ უთხრეს, რომ მდგომარეობა არის მძიმე და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად გიორგის მოუწია თურქეთის დატოვება, რადგან მკურანლობის გასაგრძლებლად და ოპერაციისთვის საკმარისი თანხა ოჯახს აღარ გააჩნია . დღეს გიორგი საქართველოშია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ოჯახს ისევ სჭირდება 10000 ლარი, აქ მაინც რომ ჩაუტარდეს ოპერაცია. ბევრ ფონდს ვესაუბრეთ დასახმარებლად ,მაგრამ რაღაც მიზეზების გამო თითქმის ყველამ უარი გვითხრა დახმარებაზე...ოჯახს აღარ გააჩნია არანიირი რესურსი, ერთადერთ სახლსაც ყიდიან, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ არც ეს არ არის მარტივი, ესე სწრაფად. გთხოვთ, სულ მცირედით მაინც დავეხმაროთ გიორგის და მის ოჯახს. თითოულმა ჩვენს თავზე რომ წარმოვიდინოთ, რა ძნელია, როცა იმედი არსებობს იმის რომ გიორგიმ იცოცხლოს, უსახსრობის გამო კი არაფრის გაკეთება არ შეგიძლია...არ გავწიროთ ახალგაზრდა, რომელსაც 2 წლის პატარა ელოდეა სახლში " - წერს გიორგის მეგობარი სოციალურ ქსელში.