გიორგი ბახუტაშვილის ქალიშვილი 3 წლის გახდა - ფოტოები იუბილედან
გიორგი ბახუტაშვილის ქალიშვილი 3 წლის გახდა - ფოტოები იუბილედან
გიორგი ბახუტაშვილის და თაკო შოშიაშვილის ქალიშვილი ბეა 3 წლის გახდა. წყვილმა პატარა პრინცესას დაბადების დღე გასართობ ცენტრში გადაუხადა - ნათესავებისა და მეგობრების წრეში.

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე თაკო შოშიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ და ერთად ზრდიან პატარა ქალიშვილ ბეას, რომელიც უკვე წამოიზარდა და ლამაზი გოგონაა, ისევე, როგორც მისი მშვენიერი დედა თაკო. გიორგის მეუღლე მოდელია და ოპერატორი.

როგორც თაკო ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: "გიორგი გადასარევი მამაა, მაქსამალურად ერთვება ყველაფერში, მეტიც, თავიდან ბეა რომ გაჩნდა, დაახლოებით ერთი თვე ხელში ვერ
ამყავდა, მეშინოდა. ზოგადად პირიქით ხდება, კაცებს ეშინიათ ჩვილებთან მიკარების, რომ არაფერი ატკინონ, რამე არ დაუშაონ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. არ ვიცი რა მჭირდა, ალბათ მშობიარობის შემდგომი უაზრო
ფიქრების ბრალი იყო, მეგონა, რაღაცას აუცილებლად დავუშავებედი და ამიტომ ვერაფერს ვუკეთებდი, ერთადერთი რაც იყო, ხელში დამაჭერინებდნენ და ვაჭმევდი. ღამე რომ იღვიძებდა, გიორგი უცვლიდა, მე ვედექი თავზე, მეჩხუბებოდა, დაიძინე ღამეს რაღას ათენებ ტყუილადო, მაგრამ ვერ ვისვენებდი და თავზე ვედექი, გიორგი კი აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებდა, პამპერსსაც უცვლიდა და ხელითაც დაატარებდა აქეთ-იქით. ახლაც როცა თავისუფალი დრო აქვს, მაშინვე სახლში გამორბის, სულ მოეჩქარება. როცა ბავშვი მასთანაა, არ ვღელავ, ყველაფერი
იცის, ყველაფერს უკეთებს ისე, როგორც საჭიროა. სანამ ბეა გაჩნდებოდა, მანამდე ვიცოდი, რომ გიორგი ძალიან კარგი მამა იქნებოდა და ასეც არის".
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi\
mshoblebi
მერი ბლიაძე
4183
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?